მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დაიწყება მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გაქართულებაზე - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, IT სექტორის განვითარების ფონზე, იგეგმება ხელოვნური ინტელექტის გაქართულება.
„პროცესი უკვე დაიძრა, რათა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ქვეყნის ეროვნული სტრატეგია დაიწეროს. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრის ჩამოყალიბება.
მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს ამ საკითხის ინტენსიური განხილვა, თუ რა ფორმატით უნდა შეიქმნას ეს ცენტრი, როგორი უნდა იყოს მისი სტაფი და მკვლევრების კვალიფიკაცია და რა მიმართულებებზე უნდა იყოს ფოკუსირებული“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
მისი ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის ექსელენს ცენტრი სავარაუდოდ 2025 წლის დასაწყისისთვის შეიქმნება.
„მაქსიმალურად სწრაფ ტემპში დაიწყება მუშაობა ხელოვნური ინტელექტის გაქრთულებაზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აწყობა, რადგან უნდა გაკეთდეს დატა ცენტრი, რათა ქართულ ენაზე მოხდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარება. მოლაპარაკებები გვაქვს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ დაგვეხმარონ და მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გასავითარებლად გვჭირდება“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.