მნიშვნელოვანია, რომ განათლების სივრცეში STEM განვითარდეს და დაინერგოს - Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
Skillwill-ისა და STEAMit · სთიმითის ორგანიზებით, ინოვაციური საგანმანათლებლო ოლიმპიადა STEAM Challenge Georgia დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას ამბობს, ეს იყო პირველი მსგავსი ტიპის ოლიმპიადა და სამომავლოდ ის სისტემატურად ჩატარდება.
„ეს იყო პირველი ინოვაციური საგანმანათლებლო ოლიმპიადა, რომელიც ჩატარდა Skillwill-ისა და STEAMit-ის ორგანიზებით. სამომავლოდ, ოლიმპიადა სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ასეთი ტიპის ინოვაციური საგანმანათლებლო ოლიმპიადებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ღონისძიებაზე მონაწილეებს ვთხოვე ხელი აეწიათ, ვინც იხალისა, მოეწონა და უმრავლესობამ ხელი ასწია. ასევე ვკითხე, მსგავს პრობლემებთან და მსგავს ამოცანებთან აქამდე თუ გქონიათ შეხება და გადაჭრის მცდელობათქო და ხელი უკვე არავინ არ აიწია. ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ამ სივრცეში რეალურად სიახლე შემოვიტანეთ და ჩავატარეთ ძალიან განსხვავებული ოლიმპიადა. ბავშვებს განსხვავებული პრობლემა ჰქონდათ გადასაჭრელი, რომელიც მოითხოვდა გუნდურ მუშაობას, ინტერდისციპლინარულ ცოდნას და რეალური, პრაქტიკული პრობლემის გადაჭრას. მათ ჰქონდათ ასეთი ამოცანა: ჩამოვარდნილები იყვნენ კუნძულზე და თავისი ცოდნით და ჩვენს მიერ მიწოდებული ხელსაწყოს საფუძველზე უნდა განესაზღვრათ კოორდინატები თუ სად იმყოფებოდნენ და გაეგზავნათ SOS სიგნალი.
ამოცანას მარტივად თავი ნამდვილად ვერ გაართვეს, საკმაოდ რთული გამოდგა მათთვის. მათთვის ეს სიახლეა და მნიშვნელოვანია, რომ განათლების სივრცეში STEM განვითარდეს და დაინერგოს. ეს არის პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და ინტერდისციპლინარული ცოდნა, ანუ რამდენიმე საგანში მიღებული ცოდნის ერთად შეკრება და გამოყენება იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული პრობლემა გადაიჭრას. ასევე მნიშვნელოვანია გუნდურობა. ანუ გუნდურობა, ინტერდისციპლინარული მიდგომა და კონკრეტულ პროექტზე, ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება - ეს არის სამი ძირითადი მიმართულება და სამივე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც უკვე რეალურ სამყაროში როცა მოხვდებიან ბავშვები უკვე უწევთ გუნდში მუშაობა, უწევთ პრობლემების გადაჭრა და სხვადასხვა ცოდნის გამოყენება“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.
აღსანიშნავია, რომ ინოვაციური საგანმანათლებლო ოლიმპიადის მხარდამჭერები იყვნენ რეზო თურნავას სახელობის საქართველოს ტექნოლოგიური განათლების განვითარების ფონდი და Making Science • Sweeft, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოვეს.
პირველი ადგილი — თბილისის ფიზიკა-მათემატიკური N199 საჯარო სკოლა კომაროვის გუნდი „კომაროვის ხუთეული“
მეორე ადგილი — თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდი „მომავლის ხუთეული“
მესამე ადგილი — პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის გუნდი „პირველები“
ოლიმპიადის მთავარი პრიზი Liberty • ლიბერთიმ დააწესა და პირველ ადგილზე გასული გუნდი დააჯილდოვა.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე, რომელმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ოლიმპიადის პირველ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდან VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 30 გუნდი მონაწილეობდა, ფინალში კი სულ 12 გუნდი გადავიდა, რომლებმაც პრაქტიკული STEAM დავალება შეასრულეს
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.