მნიშვნელოვანია საქართველოში შეიქმნას გლობალური ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის - ავთანდილ კასრაძე
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის განმარტებით, ქვეყანაში ინოვაციების ეკოსისტემების განვითარება აქტიურად გრძელდება - სახელმწიფოს დონეზე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მეტი ინოვაციური სტარტაპი დაფინანსდეს და ასევე, ამ სტარტაპებმა მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შეძლონ.
„საქართველოს მთავრობამ წლების განმავლობაში რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელა იმისთვის, რომ ქვეყანაში ბევრი ინოვაციური სტარტაპი შეიქმნას".
GITA-ს ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია საქართველოში შეიქმნას გლობალური ინოვაციური პროდუქტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გაზრდის.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიო დონის აქსელერაციის პროგრამა ქვეყანაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სტარტაპებისს გადამზადება და გაყვანა საერთაშორისო ბაზარზე საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.
მასშტაბური გადამზადების პროგრამები, რომელიც IT ინდუსტრიაში მიმდინარეობს უფრო მეტ შესაძლებლობას გააჩენს, რომ ქართველებმა ქვეყნიდან გაუსვლელად იმუშაონ საერთაშორისო დონის კომპანიებში და მიიღონ მაღალი და ღირსეული ანაზღაურება“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.