მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა გეგმები აქვს „ლინეიტ საქართველოს“ ადგილობრივ ბაზარზე - გიორგი ციკოლია

news image
mbc image

თბილისში „ლინეიტ საქართველოს“ ოფისი რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა. რეგიონულ ოფისს გიორგი ციკოლია ხელმძღვანელობს, რომელმაც Business Insider Georga-თან ისაუბრა, თუ როგორ ოპერირებს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე და რა გეგმები აქვთ.

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate 10 წელზე მეტია რაც ამ სფეროში საქმიანობს. კომპანიის სათავო ოფისი აშშ-ში, ნიუ-იორკშია. ამის გარდა კომპანიას აქვს წარმომადგენლობა საქართველოში, სომხეთსა და პოლონეთში. ჩვენ სამივე ქვეყანას პარალელურად ვავითარებთ.

 

  • რატომ გადაწყდა საქართველოში Lineate-ს რეგიონული ოფისის გახსნა?

 

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს გახდეს ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი რეგიონში. თბილისში რეგიონული ოფისის გახსნა გადაწყდა, რადგან კომპანიის საოპერაციო მიმართულება ვითარდება, როგორც სომხეთში ისე პოლონეთში. მიუხედავად იმისა, რომ Lineate -ს სათავო ოფისი აშშ-შია, ტექნოლოგიურ კომპანიას ევროპის მიმართულებით რამდენიმე მსხვილი კლიენტი ჰყავს. რამდენიმე წელია საქართველოში ვართ და ახალ კომპანიას სჭირდებოდა დრო საოპერაციო თუ საკადრო პოლიტიკის დალაგებისთვის. ოფისი კი საჭიროა იმისთვის, რომ „ლინეიტ საქართველოს“ საქმიანობა სრულყოფილ რეჟიმში გადავიდეს. გავხსენით სათავო ოფისი საქართველოში, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ესაა ტექნოლოგიური ცენტრი რომელსაც ჰქვია „ჰაივი“ და ჩვენი 100-ზე მეტი თანამშრომელი საუკეთესო ტექნოლოგიურ გარემოში მუშაობს. არსებული სამუშაო გარემო საუკეთესოა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

 

  •  რა გეგმები გაქვთ საქართველოში და რეგიონში?

 

ჩვენ მთავრობამ მოგვანიჭა საერთაშორისო ITკომპანიის სტატუსი. გვაქვს გარკვეული ბიზნესმოდელი და ჩვენი მომხმარებლების ნუსხა ძირითადად აშშ-შია. საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ვართ ორიენტირებული გაყიდვების თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებასა და მნიშვნელოვან რესურსებს ვხარჯავთ ადგილობრივი ბაზრის ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში.

 

  • კერძოდ, რას აკეთებთ და როგორ პოულობთ კვალიფიციურ ITკადრებს?

 

​​​​ ჩვენ ვართ პარტნიორები და კომუნიკაცია გვაქვს წამყვან უნივერსიტეტებთან, კერძოდ ესაა „თავისუფალი“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. გვაქვს საგრანტო პროგრამები სტუდენტებისთვის და შემდგომ უკვე სტაჟირება, რათა სტუდენტებმა პირველი სამუშაო გამოცდილება ჩვენთან მიიღონ. ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანაა, რომ ყველა ქვეყანაში სადაც ვოპერირებთ, თავისი წვლილი შეიტანოს ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვაში.

 

  • საქართველოს IT ბაზარზე როგორ შეაფასებთ ვითარებას?

 

ძალიან ბევრი საინტერესო პროექტია საქართველოსა და რეგიონში. ამ ბაზარზე კონკურენციის მიუხედავად კადრების აყვანა არ გაგვიჭირდა. მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ცვლილებები შეინიშნება და კომპანიებს უწევთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან აშშ-სა და ევროპაში ეკონომიკა იმ ტემპით არ ვითარდება რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ შემთხვევაში გეგმა, რომ კადრების რაოდენობა გავაორმაგოთ არ შევცვალეთ და განვაგრძობთ საქართველოში IT სპეციალისტების დასაქმებას. საქართველოში უკვე 107 ადამიანი დავასაქმეთ. 

პ.ს. კომპანია Lineate- ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას მაღალი დონის ტექნოლოგიური პროგრამების და მონაცემების დამუშავების პრობლემების გადაჭრაში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა