მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

რა გვჭირდება უფრო მეტი ინვესტიციის მოსაზიდად - გიორგი ციკოლიას შეფასება

news image
mbc image

რა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდეს უფრო მეტი ინვესტიცის მოზიდვა? ამ საკითხზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან, ამერიკული IT კომპანიის Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში ისაუბრა. 

„რთული კითხვაა. ალბათ ამის ერთი ელექსირი არ არსებობს და ჩემი 10 წლიანი გამოცდილებით, ამ ინდუსტრიაში იყო პერიოდი, როცა ვთვლიდით, რომ საგადასახადო სისტემა მთავარია და რამდენადაც ლიბერალური არ უნდა იყოს საგადასახადო სისტემა, მოჰყვება ბევრი ინვესტიცია.

შესაბამისად, აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ბევრი სხვა რამ არის საჭირო და გასაკეთებელი. კომპანიები ბევრ სხვა რამეს აფასებენ.

ყოველთვის ვიცოდით, რომ საქართველოს შიდა ბაზარი არ არის იმდენად დიდი, რომ საერთაშორისო მსხვილი კომპანიებისთვის იყოს მიმზიდველი, თუმცა ამავდროულად ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მსყიდველობითი უნარი როგორც კი იზრდება, უფრო საინტერესოც ხდება სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის საქართველო, რომლებიც შიდა ბაზარს უყურებენ და აფასებენ“, - განაცხადა ციკოლიამ. 

მისი თქმით, რეალურია, რომ საქართველოში მსხვილი ინვესტორები გამოჩდნენ. 

„მგონია, რომ ჩვენ ერთი კარგი მაგალითი გვჭირდება იმისათვის, რომ მოხდეს ტრანსფორმაცია. რომელიმე ინდუსტრიაში შემოვიდეს მონსტრი, რომელიც ამ ინდუსტრიაში ძირეულ ცვლილებას მოიტანს, რაც ასევე გამოიწვევს სხვა დანარჩენ ქვეინდუსტრიების ტრანსფორმაციას.

მაქვს შეგრძნება, რომ ახლოს ვართ  რეალობასთან, როცა მსგავსი საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ასე შეაფასებენ და შეხედავენ. ასევე არის მეორე, პარალელური პროცესი, განვაგრძოთ სწრაფი განვითარება, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ განათლებას, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული საერთაშორისო პროექტებში, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ საქართველოს იმიჯი გავზარდოთ მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ქვეყნის, სადაც ბიზნესის კეთება არამარტო მარტივია, არამედ არის სანდო. ეს იმიჯი, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ და მგონია რომ ერთობლიობაში ეს საუბარი სხვა სურათის ფონზე გვექნება“,-განაცხადა ციკოლიამ. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა