რუსეთის სატელევიზიო არხების ვებგვერდები, ფედერალურ ასამბლეაზე პუტინის გამოსვლის დროს DDoS-ის თავდასხმას დაექვემდებარა - ნავალნის გუნდი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფედერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს რუსული ტელეარხების ვებგვერდები DDoS-ის თავდასხმას დაექვემდებარა,
ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნავალნის გუნდი იუწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საიტმა „Smotrim.ru“ („Russia 24“-ის მაუწყებლობის ოფიციალური საიტი) მუშაობა შეწყვიტა, ხოლო პირველი არხის საიტი ხარვეზიებით მუშაობს. ტელეგრამის არხი „თქვენ უსმენთ მაიაკს“ წერს, რომ VGTRK-ის სერვერები DDoS-ის შეტევას დაექვემდებარა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.