სადაზღვევო საბროკერო კომპანია GS-მა საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის 12 წელი აღნიშნა
საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაზღვევო სექტორის განვითარებაში სადაზღვევო ბროკერის როლი უმნიშვნელოვანესია. საქართველოში ამ საქმიანობას წლებია წარმატებულად ახორციელებს სადაზღვევო ბროკერი GS. კომპანიამ თავისი 12 წლის საქმიანობა Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში თავის ერთგულ კლიენტებთან ერთად აღნიშნა, რითაც მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში ნდობისა და პარტნიორობისთვის.
საგულისხმოა, რომ კომპანია 2011 წელს დაფუძნდა, როგორც ფრანგული სადაზღვევო ბროკერის, Gras Savoye-ს, წარმომადგენლობა საქართველოში. 2017 წელს Gras Savoye მსოფლიოს სიდიდით მესამე ბროკერმა, Willis Towers Watson-მა, შეიძინა. შესაბამისად, დღეს სადაზღვევო ბროკერი GS არის WTW-ის წარმომადგენლობა საქართველოში. სადაზღვევო ბროკერი GS ამჟამად 250-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტს ემსახურება და თანამშრომლობს ყველა წამყვან ქართულ სადაზღვევოსთან. 2022 წლის მონაცემებით, კომპანია 25 მილიონ ლარამდე სადაზღვევო პორტფელს მართავს. კომპანიის მთავარი მიზანია, დაეხმაროს კლიენტებს მათ წინაშე არსებული რისკების ეფექტურ მართვაში.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.