საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა Digital Trust Summit - ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია აქტიურად უწყობს ხელს სფეროს განვითარებას, რაც სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის Digital Prodact Owner-მა, სალომე მეგრელიშვილმა, Digital Trust Summit - ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
Digital Trust Summit 2024-მა სხვადასხვა პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა, მათ შორის „ბანკინგი და ფინტექი“. აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში საქართველოს ბანკის Digital Product Owner-მა, სალომე მეგრელიშვილმა მიიღო მონაწილეობა, სადაც ბანკებსა და ზოგადად ფინანსურ ინსტიტუტებში ფინანსური და Cloud ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებებზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის სახელით Digital Trust Summit-ში მივიღე მონაწილეობა. პანელური დისკუსიის ფორმატში ჩვენი ბანკის მაგალითზე განვიხილე თუ რა შეიძლება იყოს ფინანსური ინსტიტუტებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მთავარი მოტივაცია და მიზნები. ასევე, ვისაუბრე ფინტექ კომპანიების მზა პროდუქტების გამოყენების საჭიროებებზე და ამ საჭიროებების შეფასების პროცესზე. დისკუსიის დროს დეტალურად განვიხილე ყველა ძირითადი ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გარდა ამისა, დამსწრე აუდიტორიას გავუზიარე გამოცდილება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებაზე და იმაზე თუ როგორ უნდა შევქმნათ ეკოსისტემა ჩვენი პროდუქტის ირგვლივ. ფინტექ ეკოსისტემისა და ღია ბანკინგის კონტექსტში. მესამე მხარეების სერვისების ინტეგრაცია საშუალებას მოგვცემს მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილი და მრავალფუნქციური პროდუქტები/ფუნქციები შევთავაზოთ, რაც გააუმჯობესებს და გაამარტივებს მათ გამოცდილებას.
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს რომ ბანკში (და არამხოლოდ) ციფრული პროდუქტებისა და ზოგადად, ამ სფეროს განვითარებას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, სულ ახლახან საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკს მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო გადასცა. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე მუშაობას და, რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესის გამარტივებას“, - განაცხადა სალომე მეგრელიშვილმა, საქართველოს ბანკის Digital Prodact Owner-მა.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე
23.09.2026.15:18
ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით
წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.