მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა უკვე ტერმინალის გარეშე არის შესაძლებელი

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა. მისი მეშვეობით შეთავაზების შექმნა იმ ბიზნეს მომხმარებლებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რომლებსაც გადახდის მეთოდი (ტერმინალი, ონლაინ გადახდა) არ აქვთ. 

აქამდე Ads მენეჯერის შეთავაზების შექმნა მხოლოდ გადახდის მეთოდის მქონე ბიზნესებს შეეძლოთ. თუმცა, ზოგიერთი ბიზნესი, მისი მიმართულებიდან გამომდინარე, გადახდის მეთოდებს არ იყენებს.სწორედ ამიტომ,  ამიერიდან, გადახდის მეთოდის  არ მქონე ბიზნესებიც (მაგალითად: ინსტაგრამ მაღაზიები, რომლებიც გადარიცხვაზე მუშაობენ), დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ტერმინალით არ იღებენ გადახდებს, პლატფორმით სარგებლობას და   მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთებას შეძლებენ. (მაგალითად, საქართველოს ბანკის სტუდენტებისთვის, AmEx ბარათის მფლობელებისთვის,  სოლო მომხმარებლებისთვის).

გარდა ამისა, პლატფორმას 3 ახალი ფუნქციონალი დაემატა, რაც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს  გაზარდოს ცნობადობა და შესაბამისად, სარგებელიც.  ესენია: 

ფოტოსაცავი ბიზნესებისთვის, შეთავაზების ვიზუალის მოსამზადებლად

Ads manager-ში შეთავაზების შექმნისას ბიზნესებს შესაბამისი ფოტოს მოძიება უჭირდათ. სწორედ ამიტომ, მათი საჭიროების შესაბამისად, მომხმარებლებს პლატფორმაზე სასურველი ვიზუალის  შერჩევის  შესაძლებლობა გავუჩინეთ.  

განმეორებადი შეთავაზებები (მაგალითად: შესთავაზეთ მომხმარებელს ქეშბექი ყოველ ოთხშაბათს და გაზარდეთ ლოიალურობა)

ეს ფუნქციონალი ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს განმეორებითი, ყოველკვირეული ან ყოველთვიური შეთავაზებები შექმნან და გაზარდონ მომხმარებლის  ლოიალურობა.  

ბრენდის მართვა - სახელისა და ლოგოს ატვირთვის შესაძლებლობა

ბევრ კომპანიას იურიდიული სახელი აქვს, (მაგ: შპს x), თუმცა ბრენდულად ამ სახელით პოზიციონირება არ სურთ. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით, კი ბიზნესს შესაძლებლობას ვაძლევთ, შეცვალონ დასახელება და მობილბანკში მომხმარებლებისთვის სასურველი სახელით გამოჩნდნენ. 

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ  გააცნოს და ამით  გაყიდვები გაზარდოს.

შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს თუ ხართ დირექტორი, ხოლო თუ მარკეტერი ხართ - სთხოვეთ დირექტორს გაგიწეროთ შესაბამისი როლი. 

თუ დირექტორი ხართ, manager.bog.ge-ში შესვლას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში და ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ.

შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ:  

უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა