მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.2
0.0047
flag
AZN 1.5357
0.0019
flag
CNY 38.966
0.0023
flag
EUR 2.9933
-0.0008
flag
GBP 3.4896
0.0001
flag
KZT 58.37
0.0027
flag
TRY 0.0535
0.0001
flag
USD 2.6104
0.003
news banner

საქართველოს ეკონომიკის 10%-მდე შევადგენთ ის კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიური კომპანიები ვართ - თემო მაღრაძე

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკის 10%-მდე შევადგენთ ის კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიური კომპანიები ვართ, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ რეალურად დღევანდელ დღეს ინდივიდუალურად ერთი კომპანიის ხედვა არის მხოლოდ და მხოლოდ მათი ხედვა, რაც მათთვის სასიკეთოა, კარგია და მათი პრობლემებიც რჩება მათთან.

ჩვენს ასოციაციაში გაწევრიანების შემთხვევაში, და ესეც ხდება, ყველა ინდივიდუალური კომპანიის გასაჭირი თუ პრობლემა ხდება გლობალური პრობლემა, რომელიც ასოციაციამ შეიძლება დღის წესრიგში დააყენოს.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს ეკონომიკის 10%-მდე შევადგენთ ის კომპანიები, რომლებიც ვართ ტექნოლოგიური კომპანიები. შესაბამისად, მათი ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ასევე, ჩვენ უფრო მარტივად შეგვიძლია კომუნიკაცია სახელმწიფოსთან. კი, დღევანდელ დღეს, ჩვეულებრივ დღეს, შეუძლია ნებისმიერ კომპანიას შეხვდეს სახელმწიფოს წარმომადგენელს, მაგრამ როდესაც არის რაღაც გარკვეული კრიზისული მომენტი, როდესაც თუნდაც ახალი კანონმდებლობა შემოდის ან ახალი რეგულაცია, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება, რომ 100-200-300 კომპანიას ცალ-ცალკე შეხვდეს.

შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით ის პლატფორმა და იმის სურვილი გვაქვს, რომ ჩვენ ვიყოთ ამ პრობლემების გამჟღავებელი. ასევე, ჩვენი გუნდი შეაგროვებს იმ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის და მნიშვნელოვანი ხიდი ვიქნებით სახელმწიფოსა და tech სამყაროს შორის.

ახლაც ვართ რეალურად, მაგრამ ახლა თუ 30 კომპანია ვართ დაახლოებით გაწევრიანებული, შემდეგ წელს იმედი გვაქვს, ძალიან ბევრად დიდი და ძლიერები ვიქნებით“, - აღნიშნა თემო მაღრაძემ.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა