სელფი მობაილი Windfor’s სახელოსნოებში სწავლის 60%-ს დაგიფინანსებთ
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ მომხმარებელს ემსახურება, საქართველოს წამყვანი სარეკლამო სააგენტოს, Windfor’s -ის მიერ დაფუძნებულ Windfor’s სახელოსნოების გენერალური პარტნიორი გახდა. ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც წარმატებით გაივლის სახელოსნოების კურსზე რეგისტრაციას, სელფი მობაილი სწავლის საფასურის 60% -ს დაუფარავს.
Windfor’s სახელოსნოები არის უნიკალური შესაძლებლობა 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის დაეუფლონ კრეატიული ინდუსტრიის ძირითად მიმართულებებს და გაიარონ კრეატიული მუშაობის სრული ციკლი. სტუდენტები შეისწავლიან: სტრატეგიას, კრეატივს, გრაფიკულ დიზაინს, stop motion ანიმაციის, ვიზუალური კომუნიკაციის, ფოტოგრაფიისა და ქოფირაითინგის საფუძვლებს. სახელოსნოს სტუდენტები შექმნიან ბრენდის უნიკალურ ატრიბუტებს და იმუშავებენ რეალურ ბრიფებზე. კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
განათლების ხელშეწყობა სელფი მობაილის კორპორაციული მდგრადობის მთავარი მიმართულებაა. გამოცდილი სააგენტოს კრეატიულ გუნდთან მუშაობით, მსმენელები მნიშვნელოვნად გაიმყარებენ პროფესიულ ცოდნას, რაც ხელს შეუწყობს ბაზარზე მაღალი დონის ინტელექტუალური რესურსის არსებობას.
იხილეთ Windfor’s სახელოსნოების სილაბუსი.
კურსზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
Windfor's Tbilisi -ის შესახებ:
2004 წელს დაარსებული Windfor’s Communication არის ერთ-ერთი ლიდერი სარეკლამო კრეატიული სააგენტო ქართულ სარეკლამო ბაზარზე. Windfor’s არის სრული სერვისის კრეატიული სააგენტო, რომელიც სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს კომუნიკაციის სფეროში. 2022 წლიდან სახელოსნოების საგანმანათლებლო პლატფორმით სააგენტომ პირველი ნაბიჯები გადადგა საგანმანათლებლო მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - GITA-ს თავმჯდომარე
11.06.2026.13:30
საქართველო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან, თავისუფლებებიდან გამომდინარე უცხოურ ტალანტებს იზიდავს, - ამის შესახებ შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
„მოგეხსენებათ, რომ სან-ფრანცისკო და, ზოგადად, სილიკონის ველი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, იქ გენერალური საკონსულოთი ვართ წარმოდგენილი და, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაინახა ამ საკონსულოს იმგვარი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწორედ ინოვაციების ხაზით დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სან-ფრანცისკოში აბსოლუტურად ყველა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და ინვესტიციებიც ამ მიმართულებით მიდის, ასეთ პროექტებს ბევრად მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე.
მე მქონდა პირადი შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის პრეზენტაცია გამეკეთებინა, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი უზრუნველყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვედგინა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ტალანტი - საქართველოში ხელმისაწვდომი და, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კადრების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან და, ზოგადად, თავისუფლებებიდან გამომდინარე, უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს.
მოგეხსენებათ, 30 000-მდე უცხოელი IT სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაშია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ზრდის ახალ თაობასა და სტარტაპ ეკოსისტემას. ის შედეგები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აჩვენა - როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ყოველ ლარზე კერძო სექტორმა 17-ჯერ მეტი ინვესტიცია განახორციელა და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში 4 000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, საითკენაც ინვესტორებმა უნდა იყურონ. ჩემს გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს ვუთხარი: ახლა არის დრო, შეხედოთ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა იქმნება თბილისში. თუ ისინი დააგვიანებენ, დაკარგავენ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ მომავლის ახალ, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ამ სფეროშიც დიდია კონკურენცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.