მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

Skillwill-ის კოლეჯი ბათუმში - სტუდენტების მიღება 2025 წელს სექტემბერში დაიწყება

news image
mbc image

საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება ახალ ეტაპზე გადადის. ბათუმში იხსნება Skillwill-ის კოლეჯი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სრულიად უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით, შეისწავლონ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია - Front-end დეველოპმენტი.

Front-end დეველოპერი ქმნის იმ ციფრულ გარემოს, რომელსაც საბოლოო მომხმარებელი ვებგვერდზე ან აპლიკაციაში იყენებს. ეს პროფესია აერთიანებს როგორც პროგრამულ, ისე ვიზუალურ კომპონენტებზე მუშაობას, რაც დეველოპერს შესაძლებლობას აძლევს, შექმნას მომხმარებელზე მორგებული, ინტუიციური და ფუნქციურად გამართული ციფრული პროდუქტები. ციფრულ ეპოქაში, როდესაც კომპანიების უმრავლესობა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზას ადგას, Front-end დეველოპერებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. შესაბამისად, ამ პროფესიას აქვს როგორც  დასაქმების დიდი პოტენციალი, ისე კარიერული განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის რეალური შესაძლებლობა.

Skillwill-ის ბათუმის კოლეჯის მრავალფუნქციური სივრცე, პეტრე ბაგრატიონის ქუჩა N129-ში მდებარეობს და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აუდიტორიებით, საკონფერენციო სივრცეებით, მოსასვენებელი ზონებითა და კაფეტერიით. აქ დაგხვდებათ გარემო, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტის სრულფასოვან საგანმანათლებლო და პროფესიულ განვითარებას.

2025-2026 სასწავლო წელს კოლეჯში ამოქმედდება Front-End დეველოპმენტის 11-თვიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს იმ პროფესიონალების მომზადებას,  რომლებსაც ექნებათ ციფრული ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებზე დაფუძნებული თეორიული ცოდნა და შესაბამისი პრაქტიკული უნარები. ერთი მხრივ, ეს ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, წარმატებით დაიწყონ კარიერა შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში ასევე იმუშაონ დისტანციურად მსოფლიოს მასშტაბით - მეორე მხრივ კი, დამსაქმებლებს დაეხმარება კვალიფიციური კადრების დეფიციტის შემცირებაში.

სწავლება კოლეჯში ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება და მოიცავს როგორც სააუდიტორიო სემინარებს, ასევე ონლაინ გაკვეთილებს. სტუდენტებს უფასოდ ექნებათ წვდომა კოლეჯის ყველა რესურსზე. პროგრამას კი უხელმძღვანელებენ ტექნოლოგიურ სექტორში გამოცდილი პრაქტიკოსი ლექტორები, რაც საგანმანათლებლო პროცესს კიდევ უფრო მოარგებს რეალური სამუშაო გარემოს მოთხოვნებს.

გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

„თანამედროვე შრომით ბაზარზე უმაღლესი განათლება აღარ არის საჭირო. მთავარი ფასეულობა პრაქტიკული ცოდნა, ტექნოლოგიური კომპეტენციები და სამუშაო გამოცდილებაა. სწორედ ამ რეალობას პასუხობს Skillwill-ის მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ პროფესიის სწავლებას, არამედ სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარების სრულფასოვან გადაცემას. ჩვენ ვქმნით საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ჰიბრიდულ სწავლებას, ინდუსტრიაში დასაქმებულ ლექტორებსა და პირდაპირ კავშირს დამსაქმებლებთან. ბათუმის კოლეჯის გახსნა ამ ხედვის ლოგიკური გაგრძელებაა -  ქალაქში, რომელსაც მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. გვჯერა, რომ ჩვენი კოლეჯი რეგიონის ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთ ცენტრალურ კერად იქცევა და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, ისე ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში“.

კონსტანტინე შუბითიძე, Skillwill-ის აკადემიური დირექტორი:

„ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ საგანმანათლებლო სივრცის წინაშე ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გააჩინა. თანამედროვე პროფესიული განათლება აღარ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. ის უნდა ეყრდნობოდეს პრაქტიკას, აქტუალობასა და უშუალო კავშირს რეალურ შრომით ბაზართან. სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ Skillwill-ში, მათ შორის, ბათუმის ახალ კოლეჯში, სადაც სტუდენტები მიიღებენ არა მხოლოდ მაღალხარისხიან ტექნოლოგიურ განათლებას, არამედ მათ შევუქმნით პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სრულფასოვან გარემოს. ჩვენი მიზანია, მოვამზადოთ დეველოპერები, რომლებიც თავისუფლად ინტეგრირდებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ტექნოლოგიურ სექტორში. დარწმუნებული ვართ, რომ ბათუმის კოლეჯი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“.

Skillwill-ი 2018 წლიდან დღემდე 8000-ზე მეტ სტუდენტს დაეხმარა ტექნოლოგიური პროფესიის დაუფლებასა და დასაქმებაში. კურსდამთავრებულები უკვე წარმატებით მუშაობენ ისეთ  ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში, როგორებიცაა: ეროვნული ბანკი, Amazon , კრედო ბანკი, საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკი, მეიქინგ საიენს სვიფტი, არქი, ლინეატი და სხვა. 

Skillwill-ის კოლეჯი ბათუმში არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება - ეს არის სივრცე, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება ერწყმის კარიერულ განვითარებას და სადაც თითოეულ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ციფრული ეპოქის კონკურენტუნარიანი პროფესიონალი.

 რეგისტრაცია 2025 წლის სექტემბერში დაიწყება, ხოლო სწავლა - ნოემბერში.

დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს:
https://forms.gle/uMvnVY6duvAW8NMq5

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - GITA-ს თავმჯდომარე

11.06.2026.13:30

საქართველო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან, თავისუფლებებიდან გამომდინარე უცხოურ ტალანტებს იზიდავს, - ამის შესახებ შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ  სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. 

„მოგეხსენებათ, რომ სან-ფრანცისკო და, ზოგადად, სილიკონის ველი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, იქ გენერალური საკონსულოთი ვართ წარმოდგენილი და, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაინახა ამ საკონსულოს იმგვარი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწორედ ინოვაციების ხაზით დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სან-ფრანცისკოში აბსოლუტურად ყველა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და ინვესტიციებიც ამ მიმართულებით მიდის, ასეთ პროექტებს ბევრად მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე.

მე მქონდა პირადი შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის პრეზენტაცია გამეკეთებინა, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი უზრუნველყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვედგინა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ტალანტი - საქართველოში ხელმისაწვდომი და, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კადრების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან და, ზოგადად, თავისუფლებებიდან გამომდინარე, უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს.

მოგეხსენებათ, 30 000-მდე უცხოელი IT სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაშია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ზრდის ახალ თაობასა და სტარტაპ ეკოსისტემას. ის შედეგები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აჩვენა - როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ყოველ ლარზე კერძო სექტორმა 17-ჯერ მეტი ინვესტიცია განახორციელა და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში 4 000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, საითკენაც ინვესტორებმა უნდა იყურონ. ჩემს გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს ვუთხარი: ახლა არის დრო, შეხედოთ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა იქმნება თბილისში. თუ ისინი დააგვიანებენ, დაკარგავენ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ მომავლის ახალ, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ამ სფეროშიც დიდია კონკურენცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა