მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

თბილისის მერი ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაქალაქში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის მიზანიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.  

კონფერენციას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი მასპინძლობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ არის მიმართული. საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უკვე საკმაოდ განვითარებულია. განსაკუთრებით თვალშისაცემია კომერციული საბანკო სექტორი და მის მიერ დანერგილი ისეთი ინოვაციები, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს ამარტივებენ. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, კულტურული მრავალფეროვნება და ბიზნესის წარმოების სიმარტივე ფინტექ სექტორში გააერთიანოს, რაც თავის მხრივ, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვის მოთხოვნილებას ზრდის. ტექნოლოგიას შეუძლია, დაძლიოს გეოგრაფიული ბარიერები, გაზარდოს ტრანზაქციების სიჩქარე, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და როგორც ადგილობრივ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს, მათზე უკეთ მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს“, - განაცხადა კახა კალაძემ

მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, საქართველოში ფინტექის, როგორც ალტერნატიული ფინანსური სისტემის განვითარება, მნიშვნელოვანია

ფინტექი ალტერნატიული ფინანსური სისტემაა და გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, ჩვენთვის ამ სფეროს განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ტექნოლოგიების იმგვარად განვითარება, რომ საერთაშორისო კომპანიებს ჰქონდეთ ქართულ ბაზარზე მარტივად ოპერირების საშუალება, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ცნობადობას მოუტანს, გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მეტი მოქალაქის დასაქმებასა და განვითარებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებას. დღეს თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოში მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობით მოწინავეა, თუმცა ვმუშაობთ ყოველდღიურად, ვახორციელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა 

ღონისძიება თემატური პრეზენტაციებითა და პანელური დისკუსიებით გაგრძელდება, რომლის მონაწილეებიც ფინტექის მომავალსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ

კონფერენციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი, ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image Making Science Georgia-მ აქსელერაციის პროგრამის მე-10 ნაკადზე მიღება დაიწყო

30.03.2026.10:00

Making Science Georgia-მ პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული პირებისთვის მეათე ნაკადის მიღება დაიწყო კარიერული აქსელერაციის პროგრამაზე. პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით დამწყები დეველოპერისთვის კარიერული ტრამპლინი გახდა, ამჯერად აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებზე, AI-ს მიმართულებით.

აქსელერაციის პროგრამა არ არის სტანდარტული სასწავლო კურსი. ეს არის ინტენსიური, პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალური საშუალება, სადაც მონაწილეებს რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ეძლევათ, რაც საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვისაა საჭირო.

ბაზრის გამოწვევები და 5 წლიანი გამოცდილება

დღეს, გლობალურ ბაზარზე ტექნოლოგიურ კადრებზე დარგის სპეციალისტების მიმართ მოთხოვნა კვლავ უპრეცედენტოდ მაღალია. ბუნებრივია, ეს ტენდენცია ბოლო წლებში საქართველოშიც მკვეთრად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ IT პროფესიების მიმართ ინტერესი იზრდება, ადგილობრივი ბაზარი კვლავ განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს, რადგან ბევრი დამწყებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა ბარიერად რჩება.

Making Science Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა კი ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. უკვე 5 წელზე მეტია, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის მშენებლობაში. პროგრამის მთავარი მიზანი კადრების პროფესიული ზრდა და მათი შრომის ბაზარზე ინტეგრაციაა. ამ მიზნის მიღწევას კონკრეტული სტატისტიკაც ადასტურებს: გასული 5 წლის განმავლობაში პროგრამა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა, საიდანაც 480-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა რეალური სამსახურის შეთავაზება მიიღო.

რა სიახლეა მომდევნო აქსელერაციის პროგრამაში?

მეათე ნაკადი Making Science Georgia-სთვის პროგრამის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. 2026 წლისთვის აქსელერაცია სულ უფრო მეტად ერგება ბაზრის თანამედროვე რეალობას - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ ინტეგრაციას განვითარების პროცესში. ამ ნაკადის მონაწილეები შიდა პროექტებზე მუშაობენ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით. პროგრამის ეს საეტაპო ციკლი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სრულად არის ადაპტირებული AI-ზე ფოკუსირებულ დეველოპმენტთან, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას: იყვნენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მზად არიან მრავალათასიან საერთაშორისო გუნდში ინტეგრაციისთვის.

რა მიმართულებებს მოიცავს პროგრამა?

მეათე ნაკადის ფარგლებში, აპლიკანტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია:

  • AI
  • Front-end & Back-end Development
  • Mobile Development (iOS, Android)
  • Data Analytics & AI Solutions
  • Quality Assurance (QA)

თითოეულ მიმართულებას გამოცდილი მენტორები უძღვებიან, რომლებიც მონაწილეებს ეხმარებიან რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრასა და პროფესიულ ზრდაში.

ვისთვის არის აქსელერაცია და რა არის მთავარი ბენეფიტი?

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ტექნოლოგიებში და სურს, ეს ცოდნა პრაქტიკულ, ინდუსტრიულ გამოცდილებად აქციოს. Making Science Georgia-ს მთავარი ღირებულება სწორედ დასაქმების პერსპექტივაა. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები იღებენ სერთიფიკატს, ხოლო საუკეთესო მონაწილეებს ეძლევათ შანსი გახდნენ კომპანიის გუნდის წევრები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, რაც გულისხმობს მუშაობას მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.

გარდა ტექნიკური უნარებისა, აქსელერაცია დიდ ყურადღებას უთმობს ე.წ. Soft Skills-ის განვითარებას, გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებს. სასწავლო პროცესის ნაწილია აგრეთვე მოქ ინტერვიუები - კანდიდატები გადიან ორ სიმულირებულ გასაუბრებას, რაც მათ რეალური სამსახურის მოძიებისთვის აუმჯობესებს მზაობას.

როგორ მოვხვდეთ პროგრამაში?

მეათე ნაკადზე მიღება 21 მარტიდან უკვე დაიწყო და აპლიკაციების მიღება 17 აპრილამდე გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ შერჩევის რამდენიმე ეტაპი. პირველ რიგში, აუცილებელია განაცხადის შევსება კომპანიის ოფიციალურ პლატფორმაზე. ამას მოჰყვება ტექნიკური ტესტირება და გასაუბრება მენტორებთან, რათა განისაზღვროს კანდიდატის მზაობა და მოტივაცია.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://www.makingscience.com/acceleration-program/

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა