მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

TP Georgia ICTA-ს პირველი BPO წევრი გახდა

news image
mbc image

ICTA აფართოებს სექტორის წარმომადგენლობას ტექნოლოგიური და ბიზნეს სერვისების მიმართულებით. ასოციაციის პირველი BPO წევრი TP Georgia გახდა - გლობალური ციფრული ბიზნეს სერვისების კომპანია, რომელიც საქართველოში თითქმის 2,500 ადამიანს ასაქმებს.

TP ციფრული ბიზნეს სერვისების ინდუსტრიაში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. კომპანია 95 ქვეყანაში ოპერირებს, თითქმის 500,000 თანამშრომელს აერთიანებს და 170-ზე მეტ ბაზარზე საერთაშორისო ბრენდებს ემსახურება საბანკო და საფინანსო, ენერგეტიკის, მედიის, ჯანდაცვის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული კომერციის, ტრანსპორტირებისა და სხვა სექტორებში.

საქართველოში TP 2016 წლიდან ოპერირებს და 2024 წლამდე Majorel Georgia-ს სახელით იყო წარმოდგენილი. დღეს კომპანიას თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხუთი ოფისი აქვს და თითქმის 2,500 ადამიანს ასაქმებს. საქართველოდან TP 12 საერთაშორისო ბიზნეს კლიენტს ემსახურება ელექტრონული კომერციის, მოგზაურობის, სოციალური მედიის, ტრანსპორტირების, ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებიდან.

TP Georgia-ს ICTA-ში გაწევრიანება ასოციაციისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან BPO სექტორი პირველად ხდება ICTA-ს წევრობის ნაწილი. ეს ნაბიჯი ასახავს უფრო ფართო ცვლილებასაც: ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ბიზნეს სერვისების სექტორს სულ უფრო მეტად აერთიანებს საერთო დღის წესრიგი, მათ შორის ტალანტის განვითარება, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, ბიზნესგარემო და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა.

ICTA არის Georgia’s Technology & Business Services Association - სექტორის კოლექტიური პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიურ და ბიზნეს სერვისების კომპანიებს აერთიანებს საერთო პრიორიტეტების გარშემო და ქმნის სივრცეს, სადაც ინდივიდუალური გამოწვევები სექტორის შეთანხმებულ დღის წესრიგად და ერთობლივ მოქმედებად გარდაიქმნება.

TP-ის მასშტაბი და საერთაშორისო გამოცდილება ამ დღის წესრიგს ახალ პერსპექტივას მატებს, განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა გლობალურ კლიენტებთან მუშაობის სტანდარტები, კადრების განვითარება, საერთაშორისო ოპერაციების მართვა და საქართველოს პოზიციონირება ბიზნეს სერვისების გლობალურ ბაზარზე.

TP Georgia-ში აღნიშნავენ, რომ ICTA-ში გაწევრიანება კომპანიისთვის ბუნებრივი შემდეგი ნაბიჯია:

„TP Georgia მოხარულია ICT ასოციაციის ოჯახს შემოუერთდეს. როგორც საქართველოს BPO ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე, რომელსაც ქვეყანაში საქმიანობის 10-წლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს, ICT ასოციაციაში გაერთიანებას დიდ წარმატებად და მნიშვნელოვან ნაბიჯად მივიჩნევთ. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი სექტორის მიღწევებისა და საჭიროებების შესახებ ცნობადობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტ დამატებით ღირებულებას შექმნის როგორც ჩვენი თანამშრომლებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. მოუთმენლად ველით ასოციაციის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას!", - ლაშა ჭანკვეტაძე, ოპერაციების ვიცე პრეზიდენტი.

TP Georgia-ს გაწევრიანება ICTA-სთვის მხოლოდ ახალი წევრის დამატებას არ ნიშნავს. როგორც ასოციაციის პირველი BPO წევრი, კომპანია ICTA-ს საერთო სივრცეში შემოაქვს სექტორის რეალური გამოცდილება, საერთაშორისო მასშტაბი და ხედვა იმ ინდუსტრიის შესახებ, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიური და ბიზნეს სერვისების ეკოსისტემაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს.

TP Georgia-ს გაწევრიანებით ICTA-ს წევრობა ახალ მიმართულებას ხსნის , BPO სექტორი პირველად ხდება იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომელზეც საქართველოს ტექნოლოგიური და ბიზნეს სერვისების მომავალი შენდება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა