10 თვეში აზერბაიჯანში ჩასული უცხოელი ვიზიტორების 4.8% საქართველოზე მოდის
2023 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანში ჩასული უცხოელი ვიზიტორების 4.8% საქართველოზე მოდის. როგორც აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, 2023 წლის 10 თვეში აზერბაიჯანში 186 ქვეყნიდან 1723,6 ათასი უცხოელი ვიზიტორი ჩავიდა. ეს მაჩვენებლები კი 30,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანში ჩასული ვიზიტორებიდან 30.7%-ი რუსეთის ფედერაციაზე მოდის, 17.9% თურქეთზე, 7.7% ირანზე, 5.1% ინდოეთზე, 4.8% საქართველოზე, 4.1% საუდის არაბეთზე. აზერბაიჯანში ჩასული უცხოელი ვიზიტორების 2,8% - ყაზახეთიდან, 2,5% - პაკისტანიდან, 1,9% - არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, 1,8% - უზბეკეთიდან, 1,6% - ისრაელიდან, 1,5%-1,5%-ი კი უკრაინიდან და ქუვეითიდან ჩავიდნენ, ასევე 1,4% მოდის ბელორუსიაზე, 1,2%-1,2%-ი თურქმენეთსა და ჩინეთზე, 1,1% - დიდი ბრიტანეთზე და 1,2% სხვა ქვეყნებზე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.