20-21 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება
20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალე სივრცე, სადაც სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვაც, რომელშიც 150-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტები იქნება წარმოდგენილი. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ. „ზაფხულის ფესტივალის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.
„ზაფხულის ფესტივალის“ სცენა ორივე დღეს 17:00 საათიდან ადგილობრივ და მოწვეულ ბენდებს დაეთმობა. მათ შორის იქნება: ბენდი „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „MIX2RA”, თიკა ბალანჩინი და „New One”, „ემოცია“, 4 up, „ლათინო ორკესტრალი“, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, ,,La Fiesta”, ,,Why Not” და ,,Ocean Drive”. ფესტივალს დიჯეები DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულებენ.
სხვა სიახლეები
Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის
20.08.2026.17:00
Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.
ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.
შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.