მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2023 წელს საქართველოსა და ამერიკას შორის მგზავრთნაკადმა 75 ათასს გადააჭარბა

news image
mbc image

ეკონომიკის სამინისტრო, ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა  განაცხადა. 

მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. 

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები საქართველოსა და ამერიკას შორის ერთი მხრივ ცხადია, რომ უმნიშვნელოვანესია, თუმცა მეორე მხრივ ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა. პირდაპირ რეისებს აქვს უდიდესი სტიმული გააძლიეროს ორქვეყანას შორის ხალხთაშორის კავშირი, უფრო მეტად გააძლიეროს ბიზნესების ურთიერთობა. 

ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ. ჩვენ ასევე ვუყურებთ მგზავრთა ნაკადს და შემიძლია ვთქვა, რომ 2023 წელს საკმაოდ შთამბეჭდავი მგზავრთა ნაკადი იყო საქართველოსა და ამერიკას შორის. 75 ათასზე მეტი მგზავრი იყო, რაც არის ნამდვილად იმის საფუძველი, რომ ჩვენ ვთქვათ - კომერციულადაც საინტერესო ვიყოთ ამერიკული ავიაკომპანიებისთვის. ასევე, ტურისტული ვიზიტები მზარდია ამერიკიდან.“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა