2023 წლის გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა"
„გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელი იყო საქართველოს, როგორც ბრენდის ტრანსფორმაცია და ამიტომაც წარმოვადგინეთ „აითიბი ბერლინზე" საქართველო, როგორც „უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობის" ადგილი. შეიძლება ჩვენ ჯერ არ შევდიოდეთ ხუთვარსკვლავიანი სერვისის მიმწოდებელი, წამყვანი ქვეყნების სიაში, თუმცა ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, მაგრამ არის ის, რაც უნიკალურს ხდის საქართველოს და ეს არის ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა" – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ბერლინში გამართულ მინისტერიალზე განაცხადა.
მინისტერიალის მრგვალ მაგიდაში, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენის „აითიბი ბერლინის" ფარგლებში გაიმართა, ასევე ბაჰრეინის სამეფოს ტურიზმის მინისტრი ფატიმა ალ საირიფამი, ხორვატიის ტურიზმის მინისტრი ნიკოლინა ბრნიაცი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრი აჰმედ ისა და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებულობა ციფრებშიც აისახება და სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ყოველი ვიზიტორი, სულ მცირე, ორჯერ მაინც ბრუნდება ჩვენ ქვეყანაში, რაც, მინისტრის მოადგილის აზრით, სწორედ სტუმარ-მასპინძლობას უკავშირდება.
„ჩვენი მთავრობა ეცადა, წარმოედგინა ის უმთავრესი ასპექტები, რომლებიც ახასიათებს ჩვენს იდენტობას, სტუმარ-მასპინძლობას, მსოფლიოში სახელგანთქმულ სტუმართმოყვარე ქართველ ხალხს და, რა თქმა უნდა, ქართულ კერძებს და ღვინოს. მთავარი, რისი თქმაც გვინდოდა, არის ის, თუ როგორ მოხდა ქვეყნის ტრანსფორმაცია, როგორ მოვედით უნიკალური ანტიკური კულტურიდან, უნიკალური ანბანით, ღვინის აკვნიდან იმ ქვეყნამდე, როგორიც დღეს არის საქართველო თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე და რომელიც მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბერლინში მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენა „აითიბი ბერლინი" გაიხსნა. 2023 წელს საქართველო ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა და ქართული ლოკაციები გამოფენის 1000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი, მათ შორისაა საქართველოს მთავარი სტენდი მთავარ პავილიონში.
2023 წლის გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა"
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.