2024-2025 წლის ზამთრის სასრიალო სეზონს, გუდაური და ბაკურიანი ახალი სასრიალო ტრასებით შეხვდება
2024-2025 წლის ზამთრის სასრიალო სეზონს, გუდაური და ბაკურიანი ახალი სასრიალო ტრასებით შეხვდება. M.T.A. Mountain Trails Agency-ს ინფორმაციით, გუდაურის ახალი ტრასის სიგრძე 4კმ იქნება, სასრიალო არეალის ჯამური სიგრძე კი 80კმ-ს შეადგენს.
ბაკურიანში, დიდველის არეალის ახალი ტრასა – 3კმ-ია, ტრასების საერთო სიგრძე 36კმ იქნება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.