2024 წელს საქართველოში 5.1 მლნ ტურისტულ ვიზიტს მივაღწიეთ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია - მაია ომიაძე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2024 წლის სტატიკურ მონაცემებს აჯამებს, მაია ომიაძის განცხადებით, გასულ წელს ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.
„დასრულდა 2024 წლის სამოგზაურო სეზონი და საქართველოს ძალიან კარგი მონაცემები აქვს. 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტული ვიზიტები შედგა, 5.1 მილიონ ვიზიტს მივაღწიეთ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია. ტოპ მიმართულებებშია: ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, ინდოეთი, ჩინეთი, აშშ, ისრაელი. ჩვენ 2025 წელს ვაგრძელებთ მეტი შემართებით და ვფიქრობთ ძალიან წარმატებული წელი გვექნება. იწყება საერთაშორისო გამოფენების სეზონი, სადაც წარვდგებით კერძო კომპანიებთან, ბიზნეს სექტორთან ერთად და მოვახდენთ საქართველოს პოზიციონირებას, ხელს შევუწყობთ კერძო სექტორს ბიზნესკავშირები დაამყაროს საერთაშორისო კომპანიებთან, ასევე მალე დავიწყებთ კამპანიებს ევროპის ქვეყნებში და სამიზნე ბაზრებზე“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა.
გასულ წელ საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.