2024 წელს ტურიზმის შემოსავლები $4.5 მლრდს მიაღწევს - Galt & Taggart
ჩვენი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 330 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (+21.0% წ/წ მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით), - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
ჯამურად, 2023 წელს ტურიზმის შემოსავლებმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+19.2% წ/წ).
„ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების სრულად აღდგენას პანდემიამდელ დონესთან შედარებით“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.