2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს - Galt & Taggart
მესამე კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 18.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ შემოსავლებთან შედარებით. როგორც Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2024 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 2.5%-ით გაიზარდა და 2.4 მლნ მოგზაური შეადგინა.
აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 8.3%-იანმა ზრდამ განაპირობა (79.3% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 15.2%-ით შემცირდა.
„ამასთან, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი (+18.9% წ/წ) შეადგინა აღნიშნულ პერიოდში.
2024 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (24.8% წილი ჯამურ ვიზიტებში), თურქეთიდან (18.5% წილი) და სომხეთიდან (14.6% წილი). ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (63.1%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (36.0%-იანი წილი).
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 5.0 მლნ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტული ვიზიტები 4.0 მლნ იყო, რაც მცირედით აღემატება 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს.
ერთდღიანმა ვიზიტებმა კი მიმდინარე წლის 9 თვეში პანდემიამდელი დონის მხოლოდ 52.8% შეადგინა. შედეგად, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.6 მლრდ აშშ დოლარს (+11.3% წ/წ) გაუტოლდა 2024 წლის იანვარ-სექტემბერში. ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შესავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.