მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

2024 წელთან შედარებით, 2025 წელს უფრო კარგი მდგომარეობა იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2026 უფრო კარგი იქნება – Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს წარმომადგენელი

news image

2024 წელთან შედარებით, 2025 წელს უფრო კარგი მდგომარეობა იყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2026 წელი უფრო კარგი იქნება, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან 2025 წლის ტურიზმის სტატისტიკის შეფასებისას Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს გაყიდვების მენეჯერმა, ანი ბერუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროს მაგალითზე, წლის დასაწყისში ჯავშნების კუთხით სიმცირე შეინიშნებოდა, თუმცა აპრილიდან საკმაოდ დიდი რაოდენობით ჯავშნები დაიწყო.

„მინდა აღვნიშნო, რომ 2025 წელი დაიწყო ისე, რომ წინასწარი ჯავშნები, რაც გვქონდა ხოლმე სასტუმროში - ვგულისხმობ სერიულ ჯავშნებს, რომელიც გვაქვს წლის დასაწყისში, თებერვალ-მარტში - წელს წინასწარი ჯავშნები არ გვქონდა.

სერიული ჯავშნები, რაც უნდა წამოსულიყო, საბოლოო ჯამში დადასტურებული არაფერი იყო, რამაც გარკვეულ მომენტში ძალიან შემაშინა. იმიტომ, რომ წინა წლებთან შედარებით ყოველთვის ისე იყო, რომ მარტში უკვე მაისიდან მოყოლებული ოქტომბრამდე ჯავშნები სულ გვქონდა. სერიოზული ჯავშნები იყო ხოლმე ჩინეთიდან, კორეიდან და ძალიან აქტიურად ვმუშაობდით. წელს, რატომღაც, თებერვალსა და მარტში ეს რომ არ შეინიშნებოდა, შევშინდით, მაგრამ საბოლოო ჯამში, აპრილიდან რომ დაიწყო მოთხოვნების გამოგზავნა, ძალიან კარგად წამოვიდა. მართალია, ვადასტურებ, რომ 2024 წელთან შედარებით უფრო კარგი მდგომარეობა იყო 2025 წელს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2026-ში უფრო კარგი იქნება. რაოდენობრივი ზრდა მართლაც გვქონდა - ნომრები აღარ გვქონდა თავისუფალი და ვეღარ ვატევდით.

ზაფხულის მაგალითს ავიღებ, ჩვენი ბაკურიანის მაგალითიდან გამოვალ, რადგან მაინც სეზონური ვარ: ივნისიდან გავიხსენით და სექტემბრის დასაწყისამდე ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ივნისში ცოტა მოიკოჭლებდა ჯავშნები, მაგრამ ივლისი, აგვისტო და სექტემბრის დასაწყისი სრულად შევსებული ვიყავით. ადგილი არ გვქონდა, რამდენჯერმე ოვერბუქინგიც კი გვქონდა.

გვყავდა მხოლოდ უცხოელი ტურისტები. ქართველები ზაფხულში ბაკურიანის მიმართულებით არ გვყავდა. რაც შეეხება 2025 წლის დასაწყისს, უფრო დიდი წილი ქართველები იყვნენ, თუმცა 2026 წლის დასაწყისში ქართველები ძალიან ცოტანი იყვნენ. ქართველებზე მეტი იყო Booking-ის ჯავშნები, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის - სტუმრები თვითონ ჯავშნიან, თვითონ ირჩევენ სასტუმროს და თვითონ მოდიან ჩვენამდე. ამ ეტაპზეც რეალურად უმეტესი წილი Booking-დან შემოსული ჯავშნები მყავს, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სასიხარულოა“, – აცხადებს ანი ბერუაშვილი.

Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს გაყიდვების მენეჯერის თქმით, სასტუმროს მენეჯმენტს 2026 წელზე უფრო მაღალი მაჩვენებლების მოლოდინი აქვს.

„2026 წლის მოლოდინებს რაც შეეხება, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი. ზაფხულის დაგეგმარება უკვე დავიწყე და წინასწარი ჯავშნებიც უკვე არის, რაც ძალიან მახარებს. უფრო მეტს ველოდები, ვიდრე იყო 2025 წელს, რადგან წინა წლის ამ პერიოდში ზაფხულზე მოთხოვნები არ იყო, ახლა უკვე დაწყებულია“, – აცხადებს Bristol Hotel & Spa Bakuriani-ს გაყიდვების მენეჯერი.

 

news banner news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image აჭარის პოპულარიზაცია პოპულარულ ტურისტულ პლატფორმაზე Toncheng Travel იგეგმება

29.04.2026.12:08

ჩინეთის წამყვან ონლაინ ტურისტული პლატფორმაზე ,,Toncheng Travel’’ აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია იგეგმება. მასშტაბური ციფრული პლატფორმა, რომელიც რამდენიმე მილიონიან აუდიტორიას მოგზაურობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისებს სთავაზობს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. გვერდის მარკეტინგის ხელმძღვანელმა აჭარაში მიმდინარე კვირას იმოგზაურა და თავად გამოსცადა ის ტურისტული პროდუქტები და სერვისები, რასაც აჭარა საერთაშორისო მოგზაურებს სთავაზობს.

Tongcheng Travel წარმოდგენილია სხვადასხვა სოციალურ პლატფორმასა და ციფრულ პორტალებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია WeChat-ის მინიპროგრამა, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 280 მილიონ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, ასევე Weibo, სადაც კომპანიის გვერდს დაახლოებით 180,000 გამომწერი ჰყავს. აღნიშნულ პლატფორმებზე კონტენტის საერთო ჩართულობა (გაზიარებები, მოწონებები და კომენტარები) დაახლოებით 1.5 მილიონს აღწევს, რაც უზრუნველყოფს მასალების მაღალ ხილვადობასა და მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას. ტურის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო მასალის გამოყენება Toncheng travel-ის სოციალური არხების მეშვეობით იგეგმება, რაც აჭარის რეგიონის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე წლის მარტიდან, პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note და Weibo ასევე მიმდინარეობს აჭარის 9 თვიანი სარეკლამო კამპანია. კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ გვერდებზე შეიქმნა ბათუმის საპრომოციო გვერდი Visit Batumi, რომლის მეშვეობით გვერდის მომხმარებლებს აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია. კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი ეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას იქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელზეც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა