2024 წლის I ნახევარში თბილისის და ბათუმის აეროპორტების დატვირთვა 35.6%-ით გაიზარდა
2024 წლის პირველ ნახევარში თბილისის და ბათუმის აეროპორტების დატვირთვა გაიზარდა. აეროპორტებში მგზავრთნაკადი როგორც გასულ წელთან შედარებით, ასევე პანდემიური – 2019 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებითაც გაიზარდა.
აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, იანვარ-ივნისში თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთნაკადი ჯამურად 36.4%-ით 2 459 208-მდე გაიზარდა. 2023 წელს აეროპორტების დატვირთვის მაჩვენებელი 1 802 599 მგზავრს შეადგენდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 117 660-ს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი წლიურ ჭრილში 35.6%-ით, ხოლო 2019 წლის 6 თვესთან შედარებით 13.6%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 771 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1 566 155 მგზავრს, 2019 წელს კი 1 870 080 მგზავრს მოემსახურა.
2024 წლის ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი წლიურად 42%-ით გაიზარდა და აეროპორტმა მხოლოდ ივნისში 454 971 მგზავრი გაატარა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აქ 6 თვეში მგზავრთნაკადი 41.4%-ით გაიზარდა. TAV Georgia-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 334 437 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის 6 თვეში კი 236 444 მგზავრს. ბათუმის აეროპორტის დატვირთვა 2019 წელთან შედარებითაც 35%-ით გაიზარდა [2019 წლის 6 თვეში – 247 580 მგზავრი].
ივნისის მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი წლიურად 43.8%-ით გაიზარდა. ივნისში ბათუმის აეროპორტი 99 448 მგზავრს მოემსახურა, მაშინ როდესაც 2023 წლის იანვარ-ივნისში 69,150 მგზავრი იყო.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.