2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული რაოდენობის - 1 250 417-მა ვიზიტორმა იმოგზაურა
2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417-მა ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2024 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 13%-ით არის გაზრდილი. მონაცემებს დაცულ ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს დაცული ტერიტორიების მზარდ პოპულარობაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს შორის.
ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის ლიდერობენ:
• პრომეთეს მღვიმე – 285 883 ვიზიტორი
• მარტვილის კანიონი – 275 475 ვიზიტორი
• მტირალას ეროვნული პარკი – 131 271 ვიზიტორი
• სათაფლიის მღვიმე – 105 389 ვიზიტორი
• წალკის კანიონი – 98 809 ვიზიტორი
2025 წელს ქართველი ვიზიტორების რაოდენობამ 515 188 შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-იან ზრდას ასახავს. 14%-ითაა გაზრდილი უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, მოგზაურთა რაოდენობამ 735 229 ვიზიტორს მიაღწია.
მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიები სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
დაცული ტერიტორიების სააგენტო 2025 წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა სარეკრეაციო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაზე, რაც ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ვიზიტორებისთვის და უზრუნველყოფს ბუნებრივი მემკვიდრეობის მდგრად დაცვას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
Wizz Air ზამთრის სეზონის სიმძლავრეს ამცირებს, თუმცა 2030 წლისთვის ზრდის მიზნებს ადგენს
22.09.2026.17:00
დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ზამთრის სეზონის ფრენების სიმძლავრეს 5%-ით ამცირებს და ამით სხვა ავიაკომპანიებს უერთდება, რომლებმაც მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ზრდის გეგმები შეამცირეს. ამასთან, მოსალოდნელზე უკეთესმა ზაფხულის სეზონმა კომპანიას საშუალოვადიან პერიოდში შემოსავლების პროგნოზის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა.
მიმდინარე კონფლიქტმა ავიაციის ინდუსტრიაში COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ხარჯების ყველაზე დიდი შოკი გამოიწვია. ლატვიური ავიაკომპანია airBaltic მიმდინარე კვირის დასაწყისში პირველი ევროპული ავიაკომპანია გახდა, რომელმაც კონფლიქტის გავლენის გამო გაკოტრების პროცედურა დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ სრული მომსახურების ავიაკომპანიები, როგორც წესი, დაბალბიუჯეტიან ოპერატორებზე უფრო მედეგები აღმოჩნდნენ, იაფ ბილეთებზე დაფუძნებული ბიზნესმოდელის მქონე კომპანიებსაც კი უჭირთ გაზრდილ ხარჯებთან გამკლავება. საწვავის ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ის მსხვილმა ავიაკომპანიებმაც დაგეგმილი ფრენების განრიგის შემცირება დაიწყეს, რადგან საწვავის გაძვირება მათ მოგებიანობას საფრთხეს უქმნის.
Wizz Air-ის საწვავის ხარჯები პანდემიამდელ დონესთან შედარებით მკვეთრად იზრდება
ავიაკომპანიის საწვავზე დანახარჯები, სავარაუდოდ, 2019 წელთან შედარებით სამჯერ მეტად გაიზრდება, რადგან მიმდინარე კონფლიქტის გავლენა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდას იწვევს. ეს იმ ბოლო პერიოდის ტენდენციას ცვლის, როდესაც Wizz Air-ის საწვავის ხარჯები თანდათან მცირდებოდა.