2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6%-ით გაიზარდა და რეკორდული, $4,690.2 მილიონი შეადგინა
2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხითაც - გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,690.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან (34.3%-ით); ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან (15.6%-ით), აზერბაიჯანიდან (32.5%-ით), საუდის არაბეთიდან (15.8%-ით), სომხეთიდან (7.7%-ით) და სხვა ქვეყნებიდან.
2025 წელს მოგზაურობიდან შემოსულ შემოსავლებში გამოირჩევა მიმართულებები: ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო (660.4 მლნ აშშ დოლარი, წილი 14.1%), თურქეთი (605.9 მლნ აშშ დოლარი, წილი 12.9%), ისრაელი (586.3 მლნ აშშ დოლარი, წილი 12.5%) და სხვ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.