მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

2025 წელს ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნიდან, რაც საქართველოს მზარდ პოპულარობას უსვამს ხაზს - TBC Capital

news image
mbc image

2025 წლის ტურიზმის სექტორის განახლებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2025 წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 5.6%-ით გაიზარდა და 5.36 მილიონს მიაღწია. ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილებს იკავებენ საქართველოს მეზობელი ქვეყნები და ისრაელი. მთლიანობაში ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო მეოთხე ადგილს იკავებს, და უსწრებს აზერბაიჯანსა და ისრაელს. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია რომ 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველომ უცხოური მოგზაურობიდან 3,638 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც  5.1%-იანი წლიური ზრდაა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი 17%-ით შემცირდა, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოსგან კი 13%-ით გაიზარდა. თურქეთიდან შემოსავალი 5%-ით შემცირდა, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფი ისრაელიდან შემოსავალი 33%-ით გაიზარდა და 430 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია თურქეთიდან მიღებულ შემოსავალზე.

,,2025 წელს ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნიდან, რაც საქართველოს მზარდ პოპულარობას უსვამს ხაზს", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

2025 წლის პირველ ცხრა თვეში მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროებში დატვირთულობის საშუალო დონე 62%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით მეტია. სასტუმროს ნომრის საშუალო ღირებულება 134 აშშ დოლარი იყო, რაც მცირე წლიურ კლებას აჩვენებს.

თიბისი ბანკის არხების საშუალებით განხორციელებული უნაღდო ტრანზაქციები აჩვენებს, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში არარეზიდენტები სასტუმროებში დაახლოებით სამჯერ, ხოლო რესტორნებში ოთხჯერ მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა