მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7206.6
0.0284
flag
AZN 1.5441
0.0052
flag
CNY 39.047
0.0127
flag
EUR 3.0424
0.0091
flag
GBP 3.5527
0.012
flag
KZT 57.3
0.0063
flag
TRY 0.0544
0.0002
flag
USD 2.625
0.0094
news banner

2026 წლის I კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა 4.3 %-ით გაიზარდა - საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების1 640.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების2 მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა3 496.3 ათასი შეადგინა, რაც 2.9 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 328.8 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 1.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა (46.7 პროცენტი) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 45.6 პროცენტი შეადგინა.

2026 წლის I კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (35.3 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 172.4 ათასი და 89.3 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.

2026 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.8 შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.7 ღამე) 1.4 პროცენტით მეტია. ვიზიტების 99.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2026 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 629.1 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 30.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის I კვარტალთან შედარებით 26.9 პროცენტით გაიზარდა და 1 267.7 ლარი შეადგინა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა