მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

2026 წლის II კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა 3.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image
mbc image

2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების1 740.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 3 571.9 ათასი შეადგინა, რაც 1.4 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 388.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის4 მიხედვით.

ვიზიტების უმრავლესობა (47.4 პროცენტი) განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.3 პროცენტი შეადგინა. 

2026 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (34.9 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 201.1 ათასი და 112.9 ათასი ვიზიტი.

2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.36 შეადგინა, რაც 2025 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.40 ღამე) 0.6 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 98.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2027 წელს ინოვაციების სამიტი დაიგეგმა, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს - ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველო გაეროსთვის | შაიხა ნასერ ალ ნუვაისი

28.09.2026.03:38

ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან მეგობრულები არიან, პირველი შთაბეჭდილება ჩემზე თქვენმა ბუნებამ მოახდინა, დღეს დილით სარბენად რომ ვიყავი, ქალაქის ქუჩებმაც ძალიან მომხიბლა. მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობა ადამიანებში, ძალიან თბილი და კეთილგანწყობილი ხალხი ხართ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა. 

ნუვაისის თქმით, საქართველოს ბევრი საინტერესო სფერო აქვს, კულტურა, ისტორია, შესანიშნავი ბუნება. 

„მიმაჩნია, რომ საქართველო განსაკუთრებულია, რადგან თქვენ გაქვთ ულამაზესი ბუნება და ამავე დროს უმდიდრესი ისტორია, კულტურა. ეს კომბინაცია თქვენს უნიკალობას ქმნის. ეს არის განძი. სახელმწიფოთა უმრავლესობა ვერ დაიკვეხნის იმით, რაც თქვენ გაქვთ - ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს ქართველი ხალხი და საოცარი სტუმართმოყვარეობა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, ეს დიდი პატივი იყო. შევხვდი საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებსაც. განხილვის სამი ძირითადი თემა გვქონდა, პირველ რიგში, 2027 წელს ინოვაციების სამიტი დაიგეგმა, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველო გაეროსთვის. ასევე შევთანხმდით, რომ 100 სტუდენტს დავაფინანსებთ ტურიზმის სფეროში. ეს წაადგება საქართველოში ტურიზმის სექტორის ზრდას. ვისაუბრეთ სხვადასხვა ტრენინგის ჩატარებაზეც, როგორც ტურისტული მიმართულებების, ასევე ციფრულ ინოვაციების კუთხით“, - აღნიშნა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა