2026 წლის პირველ 9 თვეში ყველა ძირითადი ევროპული ბაზრიდან ვიზიტების ზრდა გაგრძელდა, რაც ევროპელ ვიზიტორებს შორის საქართველოს მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს - TBC Capital
TBC Capital განახლებული პუბლიკაციას „ტურიზმის სექტორის მიმოხილვა - 9 თვე 2026“ აქვეყნებს.
„2026 წლის პირველ 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. ტურისტულმა ვიზიტებმა 2.3%-ით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.4%-ით გაიზარდა, 3,796 მლნ აშშ დოლარამდე.
დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობამ 65% შეადგინა (+3 პპ), ნომრის საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) კი 154 აშშ დოლარი (+14%).
ვიზიტების მატების მთავარი წყაროები ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა იყო. ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა კი ინდოეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან ვიზიტების შემცირებამ იქონია.
აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მესამე კვარტალში დაჩქარდა. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა გარდაბნის პუნქტით შემოსვლებიც. ინდოეთიდან ვიზიტების კლებას კი ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო IndiGo-ს მიერ თბილისის რეისების შეჩერებამ.
შემოსავლების ზრდას ძირითადად ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და უკრაინა უწყობდა ხელს, ხოლო ირანიდან და საუდის არაბეთიდან შემოსავლები მკვეთრად შემცირდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
26.10.2026.20:51
2026 წლის 9 თვეში დიდ ბრენდულ სასტუმროებში დატვირთულობამ 65% შეადგინა - TBC Capital
27.10.2026.08:20