2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემები ტურიზმის სექტორისთვის საკმაოდ დადებითი ტენდენციით გამოირჩევა - ნატა კვაჭანტირაძე
2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემები ტურიზმის სექტორისთვის საკმაოდ დადებითი ტენდენციით გამოირჩევა, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემები საკმაოდ კარგი ტენდენციით გამოირჩევა, პირველ რიგში, მზარდობით და, როგორც აღნიშნეთ, ბაზრის დივერსიფიცირებით. შესაბამისად, ამ ყველაფერს კომბინაციას უკეთებს ხარისხის მაჩვენებლების ზრდაც, რადგანაც ბიზნესი ცალსახად ხედავს, რომ, რომ არა ხარისხის გაუმჯობესება, ისინი ვერ მოიზიდავენ მსყიდველუნარიან მომხმარებელს და, თავისთავად, ეს ტენდენცია უკვე იკვეთება და ძალიან მისასალმებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან რთულ საერთაშორისო, გლობალურ გარემოცვაში ვიმყოფებით, დღეს მინდა აღვნიშნო, რომ ტურიზმი, განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ძალიან კარგი დინამიკით გამოირჩევა და ამას თავად ბიზნესებიც აღნიშნავენ, რადგანაც ჩვენ სულ ვართ კვლევის პროცესში, სულ ვეკითხებით ბიზნესს, განსაკუთრებით, ასოციაციის წევრებს, და მინდა გითხრათ, რომ ეს კმაყოფილების მაჩვენებელი გაცილებით დიდია.
ძალიან ბევრი ბიზნესი პირდაპირ დამოკიდებული იყო მხოლოდ ერთ ან ორ ქვეყანაზე. შესაბამისად, მათ ცალსახად დაინახეს, რომ ბიზნესებს სჭირდება ბაზრების გამრავალფეროვნება. ჩვენც ხელს ვუწყობთ, როგორც ასოციაცია, ასევე სახელმწიფოც აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში. ჩვენც ვცდილობთ, ისეთი საერთაშორისო გამოფენები შევარჩიოთ, სადაც ეროვნული სტენდები არ არის წარმოდგენილი და უფრო მეტის საშუალება მივცეთ წევრ ორგანიზაციებს, რომ მეტად შეთავაზებების რაოდენობა უფრო გაიზარდოს ამა თუ იმ ქვეყნიდან“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
2026 წლის პირველი 9 თვის მონაცემები ტურიზმის სექტორისთვის საკმაოდ დადებითი ტენდენციით გამოირჩევა - ნატა კვაჭანტირაძე
10.11.2026.13:02