მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

2026 წლის ტურისტული სეზონი 2025 წლის მაჩვენებელს მინიმუმ 5%-ით გადააჭარბებს - გიორგი დოლიძე

news image
mbc image

მიუხედავად რეგიონში შექმნილი დაძაბულობების, მაინც მოგვეხდინა დინამიური ფასწარმოქმნა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მარტში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა სექტორზე უარყოფითი გავლენა იქონია, თუმცა მარტის ბოლოდან სიტუაცია სტაბილურდება და იზრდება მოლოდინი, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიმართულებით შეზღუდული ტურისტული ნაკადების ნაწილი საქართველოსკენ გადმოინაცვლებს.

„მოლოდინებზე ვიტყვი, რომ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და დამაიმედებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აპრილის თვე ფაქტობრივად დავხურეთ 85-90%-იანი დატვირთულობით, რაც არის დაახლოებით 5%-ით უფრო მაღალი, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდი. ასევე ვეცადეთ, რომ, მიუხედავად რეგიონში შექმნილი დაძაბულობისა, მაინც მოგვეხდინა დინამიური ფასწარმოქმნა - სადაც იყო გაზრდილი მოთხოვნა, თავისთავად ფასებიც გვქონდა შესაბამისი, ხოლო სადაც არა, უფრო დაკორექტირებული ფასებით მოგვეზიდა მომხმარებელი.

ჩვენ ამაზე გასულ თვესაც ვსაუბრობდით, როდესაც ვაფასებდით მოლოდინებს, კონკრეტულად რა შედეგები და რა ეფექტები შეიძლება მოეხდინა უშუალოდ ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციას, რამაც თავისთავად მარტში იქონია ასეთი პირდაპირი გავლენა და დადო ის შედეგი, რაც იყო ყველასთვის, ასე ვთქვათ, სამწუხარო. თუმცა, დაახლოებით 25-30 მარტიდან დღემდე ვიტყვი, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად აღდგება და, ასე ვთქვათ, სტაბილურდება.

რაც უფრო დრო გადის, მართლდება ის, რასაც ვვარაუდობდით საამიროების მიმართულებით: როდესაც აღნიშნული მიმართულებები ჩაკეტილი იყო და უშუალოდ ევროპიდან თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა ფიქსირდებოდა, ჩვენ გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ მათი ნაწილი გადმომისამართდებოდა სწორედ საქართველოში“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

HSC Group Hospitality-ის დირექტორი ამბობს, რომ საქართველო რეგიონში უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირდება, რამაც ახლო აღმოსავლეთში არსებული შეზღუდვების ფონზე დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყო ხელი. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ტურისტული სეზონი 2025 წლის მაჩვენებელს მინიმუმ 5%-ით გადააჭარბებს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვარაუდმა გაამართლა, იმიტომ რომ აღნიშნული ქვეყნებიდან ის ტრაფიკი და ნაკადი, რომელიც მიდიოდა კონკრეტულად საამიროების მიმართულებით, თავისთავად, რაღაც დოზით ჩვენთანაც წამოვიდა. ამას ძალიან შეუწყო ხელი ფრენებმა ევროპის მიმართულებიდან, რომლებიც 2025 წლის განმავლობაში აქტიურად და არაერთი მიმართულებით დაგვემატა.

ხელი შეუწყო ასევე საქართველოს პოზიციონირებამ, როგორც რეგიონში ერთ-ერთმა უსაფრთხო მიმართულებამ და ოთხი სეზონის ქვეყანამ, სადაც ადამიანს შეუძლია ჩამოვიდეს და ნებისმიერი მისთვის სასურველი ტურისტული ატრაქციონი მოინახულოს, ტურისტული აქტივობით დაკავდეს და ასე შემდეგ.

ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველო წლიდან წლამდე ზრდის ტურისტულ ნაკადებსა და შემოსავლებს ტურიზმის მიმართულებით. ვფიქრობ, 2026 წელიც, გამომდინარე დღევანდელი რეალობიდან - იმ ფორკასტის ჭრილში, რაც გვაქვს 2026 წლის სეზონისთვის და არა მარტო - მინიმუმ 5%-ით მაინც გადააჭარბებს 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს, მიუხედავად იმ წერტილოვანი დარტყმებისა და ჩავარდნებისა, რასაც ბოლო წლებში ჩვენი სექტორი, სამწუხაროდ, განიცდის“, - აღნიშნა დოლიძემ. 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart

22.10.2026.21:59

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს. 

ვიზიტების დინამიკა:

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან:

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა