მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

21-22 ივნისს, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება

news image
mbc image

21-22 ივნისს, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. ჩატარების ადგილის მსგავსად უცვლელი იქნება ფესტივალის სლოგანიც „ზაფხული იწყება აქ“. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ,  დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ.

ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება.  შემდეგ კი სცენა დაეთმობა ადგილობრივ და მოწვეულ ბენდებებს „ურსა“, „თიკა ბალანჩინი & NEW ONE“, „რეგიონი“, „კახაბერი და ხანუმები“, „მიქსტურა“, „La Fiesta“, „Moonlight“, „The Emotion“ და  „Four Up“. GJ ჩიკისთან ერთად საინტერესო მუსიკალურ ნომერს წარმოადგენს ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდიც. ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი იფუნქციონირებს, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებენ. იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 150-მდე მეწარმე წარმოადგენს თავიანთ პროდუქციას. ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ, რომლის ნახვაც ზღვის სანაპიროზე დღის 12 საათიდან იქნება შესაძლებელი. ფესტივალს დიჯეები DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულებენ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Let's Visit Georgia – ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

17.07.2026.11:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მაღალრეიტინგულმა ნიდერლანდურმა ტელევიზიამ, RTL 4-მა, საქართველოს შესახებ ვრცელი გადაცემა „Let’s Visit Georgia“ მოამზადა.

კამპანია, რომელიც ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ზრდას და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემა და 7 ვიდეორგოლი, RTL 4-თან ერთად, ნიდერლანდებში პოპულარული ონლაინპლატფორმა Videoland-ითა და სოციალური ქსელებით გავრცელდა. გადაცემის დამატებითი ჩვენების შემდეგ მას, ჯამურად, მილიონამდე მაყურებელი იხილავს.

ნიდერლანდური მედიის წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობდა.

გადაცემაში წარმოდგენილი იყო ქართული კულტურა, ღვინო, კერძები და ტურისტული ადგილები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა