მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.9
-0.0084
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.884
0.003
flag
EUR 2.9128
-0.0146
flag
GBP 3.4633
-0.0043
flag
KZT 57.46
0.0005
flag
TRY 0.0524
-0.0001
flag
USD 2.5979
-0.0003
news banner

3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან და 6 მილიონზე მეტი მოგზაურის ვიზიტი საქართველოში - 9 თვეში ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

news image
mbc image

2026 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია.

9 თვეში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2026 წლის მე-3 კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საერთაშორისო მოგზაურებში.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 3,061,905 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ +3.6% შეადგინა, რაც +105,891 ვიზიტით მეტია.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება მესამე კვარტალშიც.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,131,908 შეადგინა, ზრდა 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით +4.7%-ით, +95,177 ვიზიტით მეტია.

9 თვეში რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიდან. შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს +4.4%-ით (158.3 მილიონით აშშ დოლარით) აღემატება.

იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ფიქსირდება და რეკორდულად მაღალ რაოდენობას აღწევს - 665.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს +150.1 მილიონი აშშ დოლარით აღემატება (+29.1%).

რეკორდულია შემოსავლების კუთხით მესამე კვარტალიც

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 11.9%-ით (+198 მილიონი აშშ დოლარით) აღემატება.

მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. ისრაელიდან შემოსავლები +46.7 მილიონი აშშ დოლარით (24.8%-ით) გაიზარდა და 234.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანიდან +12.4 მილიონი აშშ დოლარით (18.6%-ით) გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი რაოდენობის შემოსავალი - 310.2 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც +30.2%-ით, +72 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა შემდეგი ქვეყნებიდან:

დანია +56.5%
ლიეტუვა +46.8%
კვიპროსი +45.2%
აზერბაიჯანი +36.2%
ბაჰრეინი +31.6%
ჩინეთი +30.2%
სლოვაკეთი +26.3%
ლატვია +25.6%
იაპონია +24.5%
რუმინეთი +23.3%
იტალია +22.7%
ფილიპინები +21.9%
ფინეთი +21.3%
უკრაინა +21.3%
ირლანდია +20.9%
ნიდერლანდები +20.1%
ესტონეთი +19.9%
ისრაელი +19.1%
გაერთიანებული სამეფო +18.2%
საფრანგეთი +18.2%
ბულგარეთი +17.5%
გერმანია +16.8%
შვეიცარია +16.5%
ბელგია +16%
ჩეხეთი +15.6%
პოლონეთი +14%
უნგრეთი +12.5%
შვედეთი +11.1%
აშშ +9.1%
ესპანეთი +7.9%

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა იზრდება

20.10.2026.14:11

2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან 240,795 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2.3%-ით, +5,494 ვიზიტით მეტია.

მესამე კვარტალში შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში 125,379 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +1.6%-ს შეადგენს.

• თურქმენეთი +12.2%
• ტაჯიკეთი +8%
• ყაზახეთი +2.9%
უზბეკეთი +0.7%

2026 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +0.04%-ით, +2,323 ვიზიტით მეტია.

9 თვეში რეკორდულად მაღალი ტურისტული ვიზიტი ფიქსირდება საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც +2.3%-ით, +97,778 ვიზიტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა