6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოში 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,272,964 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,601 ვიზიტით მეტია (ზრდა 0.1%). საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ ორივე კვარტალში ჯამურად 3,050,173 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103,568 ვიზიტით ნაკლებია (კლება 3.3%). 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა და 1.9 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
მეორე კვარტალში, აპრილი-ივნისის პერიოდში, საქართველოში 1,275,435 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35,981 ვიზიტით ნაკლებია (კლება 2.7%). საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ კი მეორე კვარტალში 1,749,668 შეადგინა, რაც 89,245 ვიზიტით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (კლება 4.9%). 2026 წლის მეორე კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.8%-ით შემცირდა და 1.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.
კლება განპირობებულია იმ ქვეყნებიდან შემცირებული ტურისტული ნაკადებით, რომლებზეც პირდაპირ აისახა რეგიონული კონფლიქტი და მასთან დაკავშირებული ავიამიმოსვლის შეზღუდვები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დივერსიფიკაციის პოლიტიკის და ტურისტულ ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, მოსალოდნელი ზიანი მნიშნელოვნად შემცირებულია და თვალსაჩინოა ზრდა სხვა მიზნობრივი ბაზრებიდან. კერძოდ, რეკორდულად მაღალი ვიზიტები ფიქსირდება ევროპიდან, ასევე იზრდება ვიზიტები ჩინეთიდან და შუა აზიიდან.
2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდული მაღალი 249,201 ვიზიტი შედგა (ზრდა 23.4%). ასევე, მეორე კვარტლის მაჩვენებლითაც, დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი 152,975 ვიზიტი, რაც 2025 წელთან შედარებით 19.4%-ით მეტია. 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და რეკორდულ 335.7 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 21.2%), ხოლო მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 21.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 12.1%) და რეკორდულ 194.9 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა. შუა აზიის ქვეყნებიდან, ორი კვარტლის მონაცემებით, განხორციელდა 115,416 საერთაშორისო ვიზიტი (ზრდა 3.1%), მეორე კვარტალში ზრდა 6.9 % წარმოადგენს.
დივერსიფიცირებული ბაზრების პოლიტიკის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიუტად მიმდინარეობს მსხვილი, მრავალკომპონენტიანი მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, საქართველოს შესახებ ცნობადონის ამაღლებას, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესის ხელშეწყობას. სწორედ მსგავსი ტიპის მიზნობრივი ღონისძიებებისა და თანმიმდევრული აქტივობების შედეგია, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც ვითარება სტაბილურია ტურისტული ნაკადების ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება. დღეს საქართველოში, ისტორიული მაქსიმუმით, 85 ავიაკომპანია 125 მიმართულებით ოპერირებს, ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისის, ხოლო China Eastern Airlines-მაშანხაი-თბილისის მიმართულებით.
ცნობისთვის, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის
https://www.untourism.int/news/international-tourism-up-2-in-q1-2026-amid-growing-uncertainty პროგნოზით, მოსალოდნელია, 2026 წელს საერთაშორისო ვიზიტების ზრდის ტემპის 3-4%-ით შემცირება, აღნიშნული დამოკიდებულია კონფლიქტის ხანგრძლივობასა და გავრცელების არეალზე.
სხვა სიახლეები
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ახალი პირდაპირი ფრენები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს
08.09.2026.14:28
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან ჩინეთიდან და შუა აზიიდან ტურისტული ნაკადების ზრდა პირდაპირ უკავშირდება პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებას და ამ ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ აქტივობებს. როგორც მაია ომიაძე განმარტავს, ბაზრების დივერსიფიკაციასა და პირდაპირ ფრენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შორ მანძილზე არსებული ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად.
„როდესაც გასულ წელს დაგვემატა British Airways და easyJet ლონდონის მიმართულებით, კვირაში 6 სიხშირით, მალე, შემდეგ კვარტალში, როგორც კი სტატისტიკა მივიღეთ დიდი ბრიტანეთი ტოპ 10 ქვეყანაში იყო შესული და პირდაპირმა ფრენამ ეს შედეგი მოგვიტანა. ზუსტად იგივე ითქმის ჩინეთზეც. როდესაც შანხაის მიმართულებით დაგვემატა ახალი რეისი, ჩვენ ავიაკომპანიასთან ერთად თვალყურს ვადევნებთ დატვირთულობას და აღმოჩნდა რომ რეისზე მგზავრთა 98 პროცენტი აზიელი მოგზაურია. შანხაი მხოლოდ ჩინელი მოგზაურებისგან არ შედგება, რადგან ეს არის ჰაბი. როდესაც იაპონიიდან ან სამხრეთ კორეიდან მოგზაურს საქართველოში უნდა წამოსვლა მისთვის ყველაზე ახლოს შანხაის აეროპორტია“,- აღნიშნავს მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციის ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ტურისტულ ინდუსტრიასთან პარტნიორობით საერთაშორისო ბაზრებზე Roadshow-ებსა და B2B შეხვედრებს განაგრძობს. მაია ომიაძის განცადებით, სექტემბრის ბოლოს, იაპონიაში მასშტაბური პრეზენტაცია და გამოფენა იგეგმება, სადაც ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე ქართული ტურისტული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მაია ომიაძე აღნიშნავს, უკვე დაწყებულია აქტიური სამზადისი ზამთრის ტურისტული სეზონისთვის და შესაბამისი საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიები სხვადასხვა ტურისტულ ბაზარზე მიმდინარეობს.