9 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს მიაღწია - Galt & Taggart
შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს და 2019 წლის დონის 91.6%-ი შეადგინა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შეფასების დოკუმენტშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და 3.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება. ამასთან, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 4.8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, საიდანაც 3.7 მილიონი ტურისტი იყო, დანარჩენი კი ერთ-დღიანი ვიზიტორები. შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს და 2019 წლის დონის 91.6%-ი შეადგინა.
სრული კვლევა იხილეთ აქ
იგივე თემაზე:
9 თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან $3,3 მილიარდის შემოსავალი მიიღო
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ქუთაისში უმასპინძლებს - მედეა ჯანიაშვილი
22.05.2026.14:22
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. ასევე მოგეხსენებათ, რომ წელსვე ვზეიმობთ არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომლებიც 26 მაისს ქუთაისის მთავარ მოედანზე მოვლენ, შევთავაზებბთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ისინი გაეცნობიან როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას, ასევე ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, რაც გამოხატულია ჩვენი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და ბუნებრივი რესურსებით,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში.
როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე საქართველოს გასტრონომიის წარმოსაჩენად, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სტუმრები ქართული ღვინოს დააგემოვნებენ.
“26 მაისის ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამდენად, ქუთაისსა და მიმდებარე დასახლებებიდან ყველა მშობელს მოვუწოდებ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებთან ერთად მოვიდნენ,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.
პროგრამის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თემატური შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები ამოქმედდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ, თეატრალური წარმოდგენები და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, საღამოს კი ქუთაისშიც ცოცხალი შესრულებით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს.