მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

„აჭარა ტექსტილე“ 800 ახალი თანამშრომლის დამატებით 2026 წელს წარმოების ზრდას პროგნოზირებს

news image
mbc image

„აჭარა ტექსტილე“ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული საექსპორტო საწარმოა, რომელიც სამკერვალო ინდუსტრიაში ოპერირებს. კომპანია 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. როგორც Business Insider Georgia-სთან „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა გია ლომინაძე განაცხადა, კომპანია მხოლოდ საერთაშორისო ბრენდებს ემსახურება.

„ჩვენ თითქმის ყველა ძირითად საერთაშორისო ბრენდს ვემსახურებით. მათ შორისაა Nike, Adidas, Puma, Lotto, New Balance. ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქციის ძირითადი ნაწილი თურქეთში გადის და იქიდან ხდება მიწოდება უშუალოდ ბრენდზე. ეს იმიტომ, რომ ლოჯისტიკის თვალსაზრისით უფრო სწრაფად ხორციელდება, ვიდრე ჩვენი პორტიდან გაგზავნა. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ფოთის პორტიდან პროდუქცია პირდაპირ მომხმარებელთან იგზავნება“, - განმარტავს გია ლომინაძე.

„აჭარა ტექსტილეს“ დირექტორის თქმით, კომპანიისთვის გამოწვევას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების დეფიციტი.

„კადრების დეფიციტის პრობლემა ჩვენთანაც, რა თქმა უნდა, დგას, მაგრამ ეტაპობრივად მცირე მატებები მაინც შევძელით. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 5 500 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით „აჭარა ტექსტილეს“ ოთხ საწარმოში არიან გადანაწილებულები“, - აცხადებს დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ საწარმოები მდებარეობს ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და რუსთავში.

„იმ ფონზე, რომ თანამშრომელთა რაოდენობა გავზარდეთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 ადამიანი დავამატეთ, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს 2026 წლის წარმოებაზე. შესაბამისად, ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა გაიზრდება“, - აღნიშნავს გია ლომინაძე.

როგორც ცნობილია, კომპანიის მთავარი საქმიანობა მსოფლიოში ცნობილი სპორტული ბრენდებისთვის სამოსის წარმოებაა. „აჭარა ტექსტილეს“ მიერ საქართველოში დამზადებული პროდუქცია სრულად გადის ექსპორტზე და ხშირად ხდება მსოფლიო დონის სპორტსმენებისა და საფეხბურთო ნაკრებების ეკიპირების ნაწილი.

ეკონომიკური თვალსაზრისით, „აჭარა ტექსტილე“ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. გარდა ეკონომიკური სარგებლისა, კომპანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ განვითარებაში, რადგან ქმნის სტაბილურ სამუშაო ადგილებს აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image იმერეთი „გემოფესტისთვის“ ემზადება

25.06.2026.18:13

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 26, 27 და 28 ივნისს, ქუთაისში, გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ გაიმართება.

ფესტივალი სამივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.

„გემოფესტში“ პირველად აფხაზეთიდან 10 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ჯამში ფესტივალზე 20-მდე მეწარმე და18 ვენდორი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

„გემოფესტის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები და მონაწილეობა მიიღონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.

ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.

27 ივნისს კონცერტზე წარმოდგენილი იქნება უცხოელი შემსრულებელი - სერ ვალდო ვეზერსი, მსოფლიოში ცნობილი საქსოფონისტი, რომელიც ცნობილია, ჯეიმს ბრაუნთან ხანგრძლივი თანამშრომლობით.

27 ივნისს 18:00 საათზე ფესტივალზე უელსი - საქართველოს რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენება მოეწყობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალს გააშუქებენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც, „გემოფესტს“ დაესწრება ნიდერლანდებიდან ინფლუენსერი ვულფ ალექსანდერი გადამღებ ჯგუფთან ერთად.

ალექსანდერი საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლს ამზადებს. ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან კულინარიისა და ტურიზმის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანიდან, მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, მათ შორის ქართული კერძებისა და ფესტივალების შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

„გემოფესტის“ მიზანია, საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებს, მეწარმეებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა