აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურ ჭრილში 54%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 6%-ით შემცირდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით - TBC Capital
TBC Capital განახლებულ პუბლიკაცია ,,ტურიზმის პულსი - აგვისტო 2026” აქვეყნებს.
,,2026 წლის აგვისტოში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. რეგიონების მიხედვით დინამიკა ძირითადად დადებითია. შემოდგომის პერიოდში თბილისსა და კახეთში ზრდის გაგრძელებაა მოსალოდნელი, ხოლო აჭარაში ზაფხულის პიკური სეზონის დასრულებამ შესაძლოა აქტივობა შეანელოს. 2026 წლის აგვისტოში არარეზიდენტების ჯამური უნდღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურიად, შესაბამისად, 26% და 30 % -ით გაიზარდა. თბილისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 13%-ით, ხოლო რესტორნებში 54%-ით გაიზარდა. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურ ჭრილში 54%-ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 6%-ით შემცირდა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით. რაც შეეხება კახეთს, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებსა და რესტორნებში წლიურ ჭრილში, შესაბამისად, 17% და 38% -ით გაიზარდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს - მაია ომიაძე
05.10.2026.15:57
„ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში ძალიან წარმატებული იყო. რა თქმა უნდა, გეოგრაფია გაშლილი იყო მთელ საქართველოზე და მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიური მოლოდინების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგების შეჯამებისას მაია ომიაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებულ სეზონში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა როგორც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, ასევე ფრენების ოდენობამ, რომელმაც საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პროგნოზით, ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები შესაბამისად, შემოსავლებში აისახება.
„დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს“- აღნიშნა მაია ომიაძემ.
Galt & Taggart-ი თვის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.