მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლურად 71%-ით, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯები 6%-ით გაიზარდა - TBC Capital

news image
mbc image

TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის პულსი - ივლისი 2026" აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის ივლისში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. რეგიონების მიხედვით დინამიკა კვლავ არაერთგვაროვანია.

,,2026 წლის ივლისში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. ტრანზაქციების რაოდენობის ზრდამ მცირედით გადააჭარბა დანახარჯების ზრდას, რაც მიუთითებს რომ აქტივობა კვლავ ძლიერი იყო, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი უმნიშვნელოდ შემცირდა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობით ორივე კატეგორიაში აჭარა ლიდერობდა, მას თბილისი და კახეთი მოსდევდნენ. თბილისში დადებითი დინამიკა ორივე კატეგორიაში შენარჩუნდა. სასტუმროებსა და რესტორნებში გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა, ხოლო განსაკუთრებით ძლიერი ზრდა რესტორნების დანახარჯებში დაფიქსირდა. აჭარაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა სასტუმროებში, სადაც გაიზარდა როგორც მთლიანი დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა . რესტორნებში დანახარჯები მხოლოდ მცირედით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქცია შემცირდა, რაც ტრანზაქციების რაოდენობის მატებაზე მიუთითებს. კახეთში ორივე ხარჯვით კატეგორიაში შემცირდა როგორც მთლიანი უნაღდო დანახარჯები, ისე ტრანზაქციის საშუალო მოცულობა . კლება განსაკუთრებით მკვეთრი სასტუმროებში იყო. მოსალოდნელია, რომ აგვისტოს პიკური სეზონი ხელს შეუწყობს აჭარის სასტუმროებში მაღალი აქტივობის შენარჩუნებასა და თბილისში ზრდის გაგრძელებას, რაც კახეთის მიმდინარე უარყოფით დინამიკას დააბალანსებს", - აღნიშნულია ანგარიშში. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა