მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო

news image
mbc image

აჭარაში მზარეულებისთვის პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, სადაც განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებს თევზეულის დამუშავება-მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ. ერთკვირიანი ტრენინგები ასევე ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებებს შემდეგი მიმართულებით: ხორცის ტექნოლოგიები და ღია ცეცხლზე მომზადება, ფრინველის დამუშავება და ფრინველის კერძის მომზადება, ხორცეულის კერძების მომზადება, ბოსტნეულის და მხალეულის კერძების მომზადება, ცომეულის მომზადება. ტრენინგების მიზანია მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება. ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, შემდეგი კვირიდან კი შუახევისა და ქობულეთის მზარეულებისთვის გაგრძელდება. ივნისის ბოლომდე ტრენინგები ხულოსა და ხელვაჩაურის მზარეულებისთვისაც იგეგმება. მზარეულების ტრენინგებში მონაწილეობის მსურველს რეგისტრაციის გავლა სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ შეუძლიათ.

“ჩვენ აქტიურად ვემზადებით ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის და ვანხორციელებთ სხვადასხა ტიპის სწავლებებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. ამ ეტაპზე, აქტიურად დავიწყეთ ტრენინგები აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ხორცის, თევზის, ქათმის, ცომეულისა თუ ბოსტნეულის დამუშავება და კერძების მომზადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მთაში მოგზაურებს დახვდეთ უგემრიელესი ქართული სამზარეულო იმ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რომელიც მიღებულია წამყვან ტურისტულ მიმართულებებში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“

08.06.2026.13:47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.

Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.

ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა