აჭარის პოპულარიზაცია 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin წარადგინა. უწყების მენეჯმენტმა, რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, 50-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა სარეკლამო, ტურისტული კომპანიების, მსხვილი მედიაჰოლდინგების, ასოციაციებისა და ციფრული მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის Bloomberg-ის, Euronews-ის, BBC-ის, Wanderlust-ის, The Culture Trip-ის, Nat Geo Traveller-ის, World Travel Cities Federation-ის მენეჯმენტთან, ასევე
UNESCO-ს, aeroTELEGRAPH GmbH-ის, Beautiful Destinations-ის, Die Zeit-ის, Bild. De-ისა და სხვებთან.
დეპარტამენტის მენეჯმენტმა საერთაშორისო ღონისძიებაშიც IMM Germany მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გერმანულენოვანი ქვეყნების ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან გამართა. ITB Berlin მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენაა, რომელშიც წელს 190 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. წელს, მას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. გამოფენას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების პოზიციონირება ჯამში 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა, როგორც ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.