მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

news image
mbc image

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭარის მთავარ უპირატესობას და წერს: „დილით შავ ზღვაში ბანაობა, შუადღეს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უძველეს კოლხურ ტყეებში ლაშქრობა — აჭარა, ბათუმის გარშემო მდებარე რეგიონი, ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულთათვის.“

ავტორის შეფასებით, ბათუმი მხოლოდ ზღვისპირა კურორტი არ არის, არამედ „კარიბჭეა აჭარისკენ“, სადაც სუბტროპიკული სანაპირო შთამბეჭდავ მთებსა და უძველეს ტყეებს ერწყმის. სტატიაში ხაზგასმულია, რომ რეგიონში დილა შეიძლება სანაპიროზე დაიწყოს, ხოლო რამდენიმე საათში მოგზაური უკვე მთაში სალაშქროდ აღმოჩნდეს. „ევროპის მასშტაბით მსგავსი მრავალფეროვნება იშვიათია,“ — აღნიშნავს ავტორი.

გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აჭარის ბუნებრივ მრავალფეროვნებაზე. სტატიაში წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი კოლხური ტყეები და წიფლნარები, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკები, ასევე აქტიური ტურიზმის შესაძლებლობები — რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი და სამთო მარშრუტები. გამოცემა მკითხველს რეკომენდაციასაც აძლევს: „აჭარის ბუნების სრულად შესაგრძნობად აუცილებლად გამოსცადეთ ჩირუხის ზიპლაინი, რომელიც ევროპის ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინია.“

სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა აჭარის მთიანეთსა და მდგრად ტურიზმს. ავტორი მკითხველს ურჩევს ტრადიციულ მთის სოფლებში სტუმრობას, ადგილობრივ ოჯახებში განთავსებას, რეგიონული სამზარეულოსა და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას, ასევე მონიშნული საფეხმავლო ბილიკებით მოგზაურობას. გამოცემის შეფასებით, ეს გამოცდილება მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად აღმოაჩინონ როგორც ბუნება, ისე ადგილობრივი კულტურა.

,,1000 Things” ყურადღებას ამახვილებს ბათუმის კიდევ ერთ უნიკალურ მახასიათებელზეც და აღნიშნავს, რომ ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დასაკვირვებლად. განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ასობით ათასი მტაცებელი ფრინველი მიგრაციისას ბათუმის საჰაერო დერეფანს კვეთს, რეგიონი ორნითოლოგებისა და ბუნების მოყვარულების საერთაშორისო ინტერესის ცენტრად იქცევა.

სტატიის დასასრულს ავტორი აჭარას ოთხივე სეზონის ტურისტულ მიმართულებად წარმოაჩენს და მკითხველს ქართული თავგადასავლისკენ მოუწოდებს — გაზაფხულზე ჩანჩქერებისა და ველური ყვავილების, ზაფხულში ზღვის, შემოდგომაზე ფრინველებზე დაკვირვებისა და ზამთარში ალპური პეიზაჟების აღმოჩენის მოწოდებით.

,,1000 Things” ავსტრიული სამოგზაურო ციფრული და ბეჭდური მედიის პლატფორმაა, რომელიც მოგზაურობას, დასვენებას, გასტრონომიასა და კულტურას აშუქებს. პლატფორმას ყოველთვიურად 1.7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ის გერმანულენოვან ბაზარზე ერთ-ერთ გავლენიან სამოგზაურო მედიაპლატფორმად მიიჩნევა.

სტატია იხილეთ - https://www.1000thingsmagazine.com/de/a/2209209/urlaub-in-georgien-batumi/

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Delfi Estonia აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

18.09.2026.15:08

ესტონეთის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინმედია Delfi Estonia აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვრცელ სტატიას უძღვნის. გამოცემა მკითხველს რეგიონში მოგზაურობის შესაძლებლობებს, ბათუმის ტურისტულ პროდუქტებს, აჭარის ბუნებას, კულტურას, სამზარეულოსა და აქტიური ტურიზმის მიმართულებებს აცნობს.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ რეგიონი ვიზიტორებს ზღვისპირა დასვენებასთან ერთად მთიანი აჭარის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბათუმს, როგორც რეგიონის მთავარ ტურისტულ ცენტრს, მის ისტორიულ ნაწილს, ბულვარსა და თანამედროვე არქიტექტურას.

,,სწორედ ლანდშაფტის მრავალფეროვნება და აქტივობების სიმრავლე აქცევს ბათუმსა და აჭარას სხვადასხვა ინტერესის მქონე მოგზაურებისთვის შესანიშნავ მიმართულებად. ერთი დღე შეგიძლიათ ბათუმის ძველი ქალაქისა და ზღვისპირა ბულვარის აღმოჩენას დაუთმოთ, მეორე — მტირალას ტყეებში ლაშქრობას, მესამე კი ქედის ღვინის მარნებსა და მთიან სოფლებში მოგზაურობას,“ წერია სტატიაში.
Delfi Estonia ასევე მიმოიხილავს კულინარიასა და ღვინის კულტურას. გამოცემა მკითხველს ადგილობრივ კერძებსა და ქედის მარნებს აცნობს და ხაზს უსვამს ქართული სტუმარმასპინძლობის მნიშვნელობას.

,,როდესაც ბათუმზე, აჭარასა და ზოგადად საქართველოზე ვსაუბრობთ, ადგილობრივ კულინარიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. რეგიონის სამზარეულო მდიდარი და გამორჩეულია, ხოლო სუფრაზე ხშირად შეხვდებით კერძებს, რომელთა მომზადებისას გამოიყენება ყველი, კარაქი, კვერცხი, ნიგოზი, ახალი ბოსტნეული და მწვანილი.“

სტატიის მიხედვით, აჭარა საინტერესო მიმართულებაა აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაც. რეგიონში 25 მარკირებული საფეხმავლო მარშრუტია, ვიზიტორებს შეუძლიათ კემპინგი, ველო და საცხენოსნო ტურები, რაფტინგი და სხვა აქტივობები. გამოცემა ასევე საუბრობს ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობებზე და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე.

Delfi Estonia ესტონეთში ერთ-ერთი წამყვანი სამოგზაურო პლატფორმაა. მას ონლაინ სივრცეში ყოველთვიურად 700, 000 მდე უნიკალური მკითხველი ჰყავს.

სტატიის ლინკი იხილეთ :

https://reisijuht.delfi.ee/artikkel/120604569/muinasjutulised-maenolvad-unustamatud-toiduelamused-ja-lummav-merekallas-adzaaria-piirkond-gruusias-peidab-endas-koike-seda-ja-veelgi-enamat

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა