მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

news image
mbc image

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ,,WTM ლონდონზე” უწევს პოპულარიზაციას. გამოფენის ფარგლებში, უწყების მენეჯმენტმა 35-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა საერთაშორისო მედიის, ორგანიზაციებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორისაა Bloomberg, National Geographic traveler, Expedia Group, Warner bros. Discovery, Wanderlust, Rough guides, World travel&tourism council, skyscanner, European Best Destinations, Rainbow, Gtmedia, dragon trail international, Ski Press, Rixos, We visit worlds და InTheSnow. გამოფენის ვიზიტორებს საქართველოს სტენდთან საშუალება ჰქონდათ აჭარისა და ზოგადად, საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ, ქვეყანაში მოგზაურობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

„მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ აღნიშნულ გამოფენაზე და სასიხარულოა, რომ აჭარა და ზოგადად, საქართველო წარმოდგენილია ,,WTM ლონდონზე”. ჩვენ გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა შევხვედროდით ისეთ მსხვილ კომპანიებს როგორებიცაა, Discovery, National Geographic traveler, Wanderlust, Rough guides, მსოფლიო ტურიზმის საბჭო. აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ კომპანიებთან. ჩვენი ამოცანაა რაოდენობასთან ერთად გავზარდოთ ტურისტების ხარისხიც. მასობრივი ტურიზმიდან გადავიდეთ ნიშურ ტურიზმზე და ოთხივე სეზონზე დავტვირთოთ აჭარის რეგიონი,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ კოპლატაძე.

გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. WTM ლონდონი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში წამყვან ღონისძიებად ითვლება, რომელშიც 180 ქვეყნიდან 5500 ზე მეტი სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი და 46 000 ვიზიტორი მონაწილეობს.

„როგორც Expedia Group, ბათუმთან მიმართებით საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს ვხედავთ. ყოველწლიურად შეინიშნება ზრდა და საერთაშორისო ბაზრებიდანაც ძალიან დიდი ინტერესია როგორც ზოგადად საქართველოს, ისე კონკრეტული რეგიონების მიმართ. უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი წლიური ზრდა როგორც დაჯავშნილი ღამეების, ისე მოგზაურთა რაოდენობის კუთხით. იზრდება ასევე თითოეული მოგზაურის მიერ გაწეული დანახარჯი და საშუალო დღიური შემოსავალიც (ADR). შესაბამისად, ბათუმისა და თქვენი მსგავსი ტურისტული მიმართულებების მიმართ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. აღსანიშნავია ისიც, რომ მოგზაურებს უფრო ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა სურთ. ვხედავთ, რომ იზრდება დაინტერესება სხვადასხვა ტიპის მოგზაურებს შორისაც, მათ შორის დემოგრაფიული თვალსაზრისით. ბათუმში ჩამოსვლით დაინტერესებულები არიან როგორც წყვილები, ისე ოჯახები, რომელთაც სურთ, კიდევ უფრო ხშირად ეწვიონ ქალაქს,“ განაცხადა ექსპედია ჯგუფის მარკეტინგის რეგიონულმა მენეჯერმა ბლორა სანჩესმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „ქართული კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების ნამდვილი დღესასწაული“ - სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალის „გემოფესტის“ შესახებ წერს

06.11.2026.16:06

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემა Wanderlust-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიულ ფესტივალს - „გემოფესტს“ სტატია მიუძღვნა. გამოცემის შეფასებით, გასტრონომიული ფესტივალი, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლიდან ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ატარებს, „ქართული კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების ნამდვილი დღესასწაულია".

მასალა სათაურით „გემოფესტი - თქვენი პირადი გზამკვლევი ქართველი ხალხისა და ქართული კულინარიის აღმოსაჩენად“ მკითხველს საქართველოს რეგიონულ კულინარიულ ტრადიციებზე, ადგილობრივ კერძებსა და მეღვინეობის კულტურაზე მოუთხრობს.

პუბლიკაციაში აღწერილია საქართველოს სხვადასხვა მხარის კერძები: სვანური კუბდარი და თაშმიჯაბი, აჭარული ხაჭაპური და სინორი, მეგრული ხაჭაპური, მესხური ამბარი, თუშური ტრადიციული კერძები და სხვ. ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს ფესტივალის მთავარ ფასეულობას - ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს ინარჩუნებენ და აცოცხლებენ.

„გემოფესტის ინოვაციური გასტრონომიული ფესტივალის ყურადღების ცენტრში ადგილობრივი კერძები და ის ადამიანები არიან, რომლებზეც დგას მსოფლიოში განთქმული ქართული სამზარეულო“ - აღნიშნულია სტატიაში. პუბლიკაციის მიხედვით, ფესტივალი სტუმრებს აცნობს არა მხოლოდ ადგილობრივ გემოებსა და ღვინოებს, არამედ უნიკალურ ისტორიებსა და ტრადიციებს პირადად ადგილობრივი შეფ-მზარეულებისგან, მეღვინეებისგან, ხელსაქმის ოსტატებისა და საოჯახო მეურნეობებისგან.

სტატიაში საუბარია ფესტივალის კულტურულ პროგრამაზეც, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, ისე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების თუ დიჯეების მონაწილეობით გამართულ საღამოებს.

ჟურნალ "Wanderlast"-ის ნომერი, რომელშიც გემოფესტის შესახებ სტატიაა გამოქვეყნებული, ლონდონში World Travel Market 2026 ვიზიტორებს დაურიგდათ. მასშტაბურ, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მისი გავრცელება საქართველოს უნიკალურ გასტრონომიულ პოტენციალს საერთაშორისო ტუროპერატორებსა და ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს აცნობს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს გლობალურ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის გასტრონომიული მიმართულების პოპულარიზაციას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა