აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ნიუ-იორკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და მედია ფორუმზე წარადგინა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ნიუ-იორკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და მედია ფორუმზე წარადგინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია აშშ-ში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე New York Travel & Adventure Show გაუწია. გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ და სტენდთან მიმდინარე პრეზენტაციებისას მის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. გამოფენის მსვლელობისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრები გამართა სარეკლამო და ტურისტული კომპანიების, მედიისა და საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების წარმომადგენლებთან. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 550-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. წელს, New York Travel & Adventure Show-ს 23 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.
ნიუ-იორკში ვიზიტისას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა სამოგზაურო მედია ფორუმშიც International Media Marketplace IMM North America 2026 მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში უწყების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების National Geographic Traveller, The New York Times Travel,The Washington Post, Condé Nast Traveller, Wanderlust, Lonely Planet და Thrillist- ის წარმომადგენლებთან. ისინი ასევე შეხვდნენ მარკეტინგული და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს. შეხვედრების მიზანი ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩართულობით ერთობლივი მედიატურების ორგანიზება და საერთაშორისო მედიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად უწევდა საქართველოს პოპულარიზაციას.
International Media Marketplace IMM North America 2026-ზე 1000-ზე მეტი საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი და ბლოგერი მონაწილეობდა.
სხვა სიახლეები
დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს - მაია ომიაძე
05.10.2026.15:57
„ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში ძალიან წარმატებული იყო. რა თქმა უნდა, გეოგრაფია გაშლილი იყო მთელ საქართველოზე და მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიური მოლოდინების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგების შეჯამებისას მაია ომიაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებულ სეზონში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა როგორც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, ასევე ფრენების ოდენობამ, რომელმაც საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პროგნოზით, ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები შესაბამისად, შემოსავლებში აისახება.
„დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს“- აღნიშნა მაია ომიაძემ.
Galt & Taggart-ი თვის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.