აღმოაჩინე კულტურა WIZZ AIR-თან ერთად: საუკეთესო მიმართულებები ხელოვნების მოყვარულთათვის
მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვნება თქვენი ცხოვრების მთავარი გატაცებაა, თუ არა - ნებისმიერ მოგზაურობას, კულტურული აღმოჩენები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. თუკი მთელი ცხოვრება გუსტავ კლიმტის საკულტოდ „კოცნის“ ნახვაზე ოცნებობდით, მაშინ დროა თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ. ან იქნებ, მარადიული ქალაქის შთამბეჭდავი ხელოვნებაა თქვენი სურვილების სიაში? ანდაც, იქნებ დასრულებამდე გსურთ საგრადა ფამილიას ლეგენდად ქცეული მშენებლობის მონახულება?
გული საითაც არ უნდა მიგიწევდეთ, Wizz Air პირდაპირი ფრენით, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ დაუვიწყარ კულტურულ თავგადასავალს, ჩვენ კი, ხელოვნების მოყვარულების საოცნებო მიმართულებებს წარმოგიდგენთ.
ვენა, მუსიკის, ხელოვნებისა და იმპერიული სიდიადის ქალაქი, ნებისმიერ სტუმარს კულტურულ შოკს ჰპირდება. ქალაქში გასვლა ხომ ცოცხალ, დაუსრულებელ მუზეუმში შესვლას ჰგავს, სადაც ყოველი ქუჩის კუთხე მოგვითხრობს ხელოვნების ამბავს. შონბრუნის სასახლის სიდიადიდან, ბელვედერის არქიტექტურულ საოცრებამდე და (რაც მთავარია, კლიმტის „კოცნამდე“), თითოეული შენობა კულტურის ისტორიას გვიყვება. ალბერტინას მუზეუმი თუ ალბერტინა მოდერნი, მსოფლიოში ცნობილი სახელმწიფო ოპერის თეატრი თუ წმინდა სტეფანეს კათედრალი - ვენა ყველაფერია, რაც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბარსელონა, ეს არის ქალაქი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. კატალონიური კულტურის უნიკალური ნიმუში, განსაცვიფრებელი არქიტექტურითა და დინამიკური ქუჩის ცხოვრებით, ნებისმიერი მოგზაურის საყვარელი ქალაქი ხდება. საკულტო საგრადა ფამილიადან დაწყებული, უცნაური პარკ გუელით დასრულებული, ეს ქალაქი ნამდვილად არის სათამაშო მოედანი ხელოვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.
მართალია, რომ ყველა გზა რომში მიდის. მარადიული ქალაქი მოგზაურებს ხელოვნების ნამდვილ დღესასწაულს სთავაზობს. იქნება ეს უძველესი საგანძურის დიდებულება - შიშისმომგვრელად შთამბეჭდავი კოლოსეუმი თუ ვატიკანის წმინდა მიწა, მთელი ქალაქი არის ადამიანური ცივილიზაციის ხელოვნების ისტორია.
აიხდინეთ ბავშვობის ოცნებები, იმოგზაურეთ საყვარელ ქალაქებში, ისიამოვნეთ მსოფლიო ხელოვნების საოცრებებით, აირჩიეთ Wizz Air და მიიღეთ სრულიად ახალი გამოცდილება.
Bon voyage!
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 6.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე | საქსტატი
19.11.2026.11:50
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.