მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

აღმოაჩინე საქართველო M&I-სთან ერთად- საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

news image
mbc image

აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად- საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო ღონისძიებაში გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
„საქართველო მასპინძლობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალი რეპუტაციის მქონე საქმიანი ტურიზმის ფორუმს m&i, რის ფარგლებშიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ მსოფლიოში ყველაზე მოწინავე 55 ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში საქართველოს აქვს შესაძლებლობა ღირსეულად წარმოაჩინოს ტურისტული პოტენციალი და პროდუქტი, რომელიც ჩვენ დღეს გაქვს ინფრასტრუქტურისა და სერვისების კუთხით, მეორეს მხრივ ფორუმის ფარგლებში ჩვენ დავაორგანიზეთ შეხვედრა ადგილობრივ კერძო სექტორთან, იმისათვის, რომ ქართულმა კომპანიებმა გაიცნონ ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსული წამყვანი კომპანიები შემდგომი ბიზნეს საქმიანობისთვის“,-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით m&i-ის ფორუმი საქართველოს შემოსავალს მოუტანს და ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ წარმატებით ჩატარებული ბიზნეს ფორუმი ჩვენს ქვეყანას მოუტანს 50 მილიონზე მეტ შემოსავალს. დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადებს დიდი ბრიტანეთიდან და ევროპიდან. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით, მარკეტინგული აქტივობების კუთხით, ასევე მოლაპარაკებებს პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომ გვქონდეს მეტი საჰაერო წვდომა ევროპასთან და დიდ ბრიტანეთთან“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქმიანი ტურიზმის სფეროში გლობალური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტარდება.
ფორუმის დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოღვაწე მაღალი გაყიდვების მქონე კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.
„ეს პლატფორმა საქმიანი ტურიზმის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენ ამ ფორუმისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით, ძალიან მოხარულები ვართ საქართველოში რომ ვიმყოფებით, ევროპიდან საქმიანი ტურიზმის სფეროში საუკეთესო დამკვეთი კომპანიები ჩამოვიყვანეთ. გასულ წელს ინსპექტირება ჩავატარეთ საქართველოში და ძალიან კმაყოფილები დავრჩით. დღეს მოხარულები ვართ, რომ კომპანიებს საშუალება აქვთ ერთმანეთს შეხვდნენ და დარწმუნდნენ თუ რამდენად მაღალ დონეზეა საქართველოში სტუმარმასპინძლობის სფერო. იმედია ამ შეხვედრას დიდი დაინტერესება ექნება, რადგანაც ჩვენ საუკეთესო დამკვეთები ჩამოვიყვანეთ საქართველოში და იმედი მაქვს ძალიან მალე ეს კომპანიები დიდ ჯგუფებს ჩამოიყვანენ და ღონისძიებებს მოაწყობენ თქვენს ქვეყანაში“,-აცხადებს m&i-ს კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა.
ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები არიან წარმოდგენილები.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა