მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

„აღმოაჩინე საქართველო: ფარული მარგალიტი დაუვიწყარი ემოციებისთვის”- გავლენიანი ფრანგული გამოცემა Elle France ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე სტატიას აქვეყნებს

news image
mbc image

გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Elle France საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ საიმიჯო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: „აღმოაჩინე საქართველო: ფარული მარგალიტი დაუვიწყარი ემოციებისთვის მთელი წლის განმავლობაში” (Découvrez la Géorgie: un joyau caché pour des émotions inoubliables toute l’année).

სტატიის ავტორი საქართველოს უნიკალურ აღმოჩენად მიიჩნევს მათთვის, ვისაც ავთენტური და თბილი გარემო იზიდავს და მასობრივი ტურიზმისგან დასვენება სურს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა იდეალური მიმართულებაა თავგადასავლების მაძიებლებისთვის, რადგან მისი 12 კლიმატური ზონა, 5 000 მეტრზე მაღალი მწვერვალები, სუბტროპიკული სანაპიროები და 2 000-ზე მეტი მინერალური წყარო ნებისმიერ სეზონზე სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის.

სტატიაში მიმოხილულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი მეთოდი და ქართული ხორბლის კულტურა, რომელიც კაცობრიობის ცივილიზაციის საწყისებს უკავშირდება. საქართველო ხორბლისა და ღვინის სამშობლოდ და ევროპაში ადამიანის ყველაზე ადრეულ დასახლებადაა მიჩნეული.

"იგრძენით პოლიფონიური სიმღერის პულსი, აღფრთოვანდით 6000 წლით დათარიღებული ხალხური ცეკვებით. ეს არამატერიალური ფასეულობები ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და უძლიერეს ემოციებს ბადებს... პური, ღვინო და კაცობრიობა... საქართველო ნამდვილად არის ემოციების მიწა“. -აღნიშნულია სტატიაში. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ სტატიები წამყვან საერთაშორისო გამოცემებში იბეჭდება. Elle და მსგავს მაღალრეიტინგულ ევროპულ პლატფორმებზე ქვეყნის პოზიციონირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მაღალბიუჯეტიანი ტურისტული ნაკადების ზრდას. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება

14.07.2026.10:48

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: 

www.ceair.com

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა