აღმოაჩინეთ ჰამბურგი Wizz Air-თან ერთად: 5 ღირსშესანიშნაობა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ მოგზაურობისას
წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის აპრილიდან, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰამბურგსა და მადრიდის მიმართულებებზე პირდაპირ ფრენებს აღადგენს. მიუხედავად იმისა, „ჩრდილოეთის ვენეციის“, იგივე ჰამბურგისკენ მიგიწევთ გული, თუ ესპანეთის დიდებული დედაქალაქისკენ ფიქრობთ გამგზავრებას, ეს ორი მიმართულება, ნებისმიერ მოგზაურს, დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება.
დღეს ვისაუბრებთ ჰამბურგზე და წარმოგიდგენთ იმ ღირსშესანიშნაობებს, რომელიც თითოეულ სტუმარს განუმეორებელი შთაბეჭდილებებით ავსებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰამბურგს ხშირად ადარებენ ვენეციას და ამას თავისი მიზეზი აქვს - ეს არის დინამიკური საპორტო ქალაქი მდიდარი საზღვაო ისტორიითა და კულტურული მრავალფეროვნებით:
ეწვიეთ Wizz Air-ის ვებგვერდს, დაჯავშნეთ ბილეთები 150 ლარიდან და ისიამოვნეთ ჰამბურგის დაუვიწყარი თავგადასავლით!
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ქუთაისში უმასპინძლებს - მედეა ჯანიაშვილი
22.05.2026.14:22
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. ასევე მოგეხსენებათ, რომ წელსვე ვზეიმობთ არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომლებიც 26 მაისს ქუთაისის მთავარ მოედანზე მოვლენ, შევთავაზებბთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ისინი გაეცნობიან როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას, ასევე ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, რაც გამოხატულია ჩვენი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და ბუნებრივი რესურსებით,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში.
როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე საქართველოს გასტრონომიის წარმოსაჩენად, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სტუმრები ქართული ღვინოს დააგემოვნებენ.
“26 მაისის ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამდენად, ქუთაისსა და მიმდებარე დასახლებებიდან ყველა მშობელს მოვუწოდებ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებთან ერთად მოვიდნენ,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.
პროგრამის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თემატური შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები ამოქმედდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ, თეატრალური წარმოდგენები და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, საღამოს კი ქუთაისშიც ცოცხალი შესრულებით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს.