უკვე აშკარაა, რომ ბათუმი გლობალური ტურიზმის რუკაზე მყარად არის დაფიქსირებული - Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი
2025 წელს ბათუმში ტურიზმის პიკი შეიმჩნევა - ქალაქში საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო სასტუმროები პრაქტიკულად ყოველდღიურად სრულად იჯავშნება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც მიმდინარე წელს მგზავრთა რაოდენობა 35 %-ით და რეისების რაოდენობა 38 %-ით გაზარდა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ზრდაა.
ამის ფონზე სასტუმრო Le Méridien Batumi-ში განსაკუთრებულ დატვირთულობაზე საუბრობენ - ნომრები დიდი ხნით ადრე იჯავშნება, მოთხოვნა კი ყოველდღიურად იზრდება.
როგორც Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი ნონა შოთაძე აღნიშნავს, ტურისტული ნაკადების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ახალმა პირდაპირი ავიარეისებმაც შეიტანა. შედეგად, ბათუმი აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან - განსაკუთრებით აქტიურია ტურისტები თურქეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, გალფის ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთიდან და ა.შ. რაც აძლიერებს ქალაქის მრავალფეროვან საერთაშორისო ხასიათს.
„სასტუმრო პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმშია დატვირთული - ეს ჩვენთვის წლის ყველაზე ინტენსიური პერიოდია“, - აცხადებს Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი.
ნონა შოთაძის თქმით, სტუმრები ჩამოდიან ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან, ასევე მიმდინარე წელს განსაკუთრებით აქტიურია ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ვიზიტორები, გარდა ამისა, გაიზარდა ადგილობრივი ტურისტების ნაკადიც.
ბათუმის ტურისტულ ბაზარზე Le Méridien Batumi-ის კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ სერვისის მაღალი ხარისხი არ არის, ასევეა მრავალფეროვანი შეთავაზებები.
„Le Méridien Batumi გთავაზობთ მეტს, ვიდრე უბრალოდ კომფორტს - ჩვენ ვქმნით შთაბეჭდილებებს, ემოციებსა და მოგონებებს, რომლებიც სტუმრებს აჭარასთან, ბათუმთან და საქართველოსთან აკავშირებს, აძლიერებს მათ სურვილს დაბრუნებისა და ურთიერთობის გაგრძელების“, - აცხადებს Le Méridien Batumi-ის გაყიდვების დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ Le Méridien Batumi აგვისტოში მასპინძლობს გამოფენებს, მუსიკალურ პერფორმანსებს, მასტერკლასებს და სხვა კულტურულ ღონისძიებებს, რაც მაღალი დატვირთვის ფონზე კიდევ უფრო გამდიდრებულ და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს.
„დღეს უკვე აშკარაა, რომ ბათუმი გლობალური ტურიზმის რუკაზე მყარად არის დაფიქსირებული“, - ამბობს ნონა შოთაძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან
16.06.2026.12:54
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის, Bilibili-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ჩინური აუდიტორიისთვის გაცნობაა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, Bilibili-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს: თბილისი, მცხეთა, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.
სტუმრები გაეცნენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, გასტრონომიულ ტრადიციებსა და ქართული ღვინის კულტურას.
საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები მათ საშუალებას მისცემს, ჩინელ მომხმარებლებს გააცნონ საქართველო, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.
Bilibili-ს პლატფორმა ჩინეთში განსაკუთრებით პოპულარულია და მას ყოველთვიურად 340 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.