მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„აითიბი ბერლინის" გამოფენაზე საქართველო მთავარ პავილიონში განსაკუთრებული სტენდით იქნება წარმოდგენილი" - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენისთვის ბერლინში საქართველოს მთავარი პავილიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - ITB Berlin-ის სამზადისს, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად საქართველოსთვის განკუთვნილ საგამოფენო ლოკაციებზე   ITB Berlin-ის დირექტორი დებორა როთი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იმყოფებოდნენ.

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს სტენდი გამოფენის მონაწილე სხვა ქვეყნების სტენდებს შორის განსაკუთრებული იქნება.

 

„დასკვნით ეტაპზეა ჩვენი ქვეყნის მთავარი პავილიონის მშენებლობა ბერლინში და  პირველი კონტურებიდან უკვე ჩანს, რომ საქართველოს სტენდი იქნება განსაკუთრებული „აითიბი ბერლინის" სხვა მონაწილე ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს ღირსეულად და სწორად წარმოედგინა ჩვენი ქვეყნის კულტურა, ისტორია და თანამედროვეობა, ისევე როგორც ის სიძველე, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს  80-ზე მეტი ქართული კომპანია, რომლებსაც ასევე  ექნებათ კარგი შესაძლებლობა,  გამოფენის მსვლელობისას ბიზნესურთიერთობები დაამყარონ საერთაშორისო, წამყვანი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.

 

„გვექნება ძალიან დატვირთული რამდენიმე დღე, ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილია მთავარ პავილიონში მთავარი სტენდით, ამავდროულად, გვექნება ცალკე სტენდი სათავგადასავლო ტურიზმის პავილიონში, ისევე, როგორც მთავარ შემოსასვლელში" - განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

მისივე თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველო კვლავ იქნება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში და „აითიბი ბერლინის"  მასპინძლობა ჩვენს ქვეყანას მისცემს ძალიან დიდ, ახალ ბიძგს ტურიზმის სექტორის განვითარებაში.

 

„დარწმუნებულები ვართ, „აითიბი ბერლინის" დასრულების შემდეგ ჩვენი ქვეყანა ტურიზმის ინდუსტრიას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენ შევძლებთ ვუმასპინძლოთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს საქართველოში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა